Thursday, May 27, 2010

აფიშა

საინტერესოა, რა ხდება დღეს საქართველოს თეატრებში, კინოთეატრებში და სხვა გასართობ ადგილებში.

დღეს, 20 საათზე პაატა ბურჭულაძის ფონდი "იავნანა" სპორტის სასახლეში წარმოგიდგენენ კონცერტს. ყველაზე მაგარი საღამო თქვენთან ერთად! – ასე აღგვიწერენ ამ ღონისძიებას ორგანიზატორები. კონცერტში მონაწილეობას იღებენ: "სუხიშვილები", სალომე კორკოტაშვილი, "Nიკოლსჰოწ", "მგზავრები" და "ფრანი". ბილეთის ფასია 5, 10, 15, 20, 30 ლარი.

ასევე, 20 საათზე, „თბილისის ივენთ ჰოლში“, რომელიც მელიქიშვილის #1–შ მდებარეობს, გაიმართება Eლიტე Mოდელ Lოოკ Gეორგია 2010–ის ფინალური ღონისძიება. აქ შეგიძლიათ იხილოთ ავთანდილის, ჟუიცყ ჩოუტურე–ის, Lაგერფელდ–ის და Mარგიელა–ის ფეშენ შოუ. ბილეთის ფასი 50 ლარია.

21 საათსა 30 წუთზე კლუბ "თუ საიდში" გელით ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის დუეტი Lივე ბენდთან "ჩომიც ჩონდიტიონ"–თან ერთად. შესრულდება პოპულარული ჰიტები. კლუბი ბამბის რიგის #7–ში მდებარეობს.

დღეს კინოთეატრი „ამირანის“ დიდ დარბაზში 12 საათიდან 22 საათამდე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ფილმები: „ტიტანების შერკინება“ და „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“. ბილეთების ფასი 10, 12, 14 და 15 ლარია. ხოლო მცირე დარბაზში 12–დან 22 საათსა და 15 წუთამდე გავა ფილმები: „სპამი“ და „ოცნების ქალაქი“. ბილეთების ღირებულება 6, 7, 8, 9 და 10 ლარია.

19 საათზე რუსთაველის თეატრი ირმა ნიორაძის კონცერტს უმასპინძლებს. ბილეთის ფასი 20–დან 60 ლარამდეა.

ასევე, 19 საათზე თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოდგენილი იქნება "ჯამბაზები". ბილეთის ფასი 5 - 15 ლარია.

თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" დღეს იური მეჩითოვის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "წამებად ქცეული წლები" გაიმართება. მუზეუმი სიონის #8–ში მდებარეობს.

გალერეა „კამეაში“, რომელიც რკინის რიგის #11–ში მდებარეობს, 12–დან 22 საათამდე ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გრაფიკა, ფერწერა, ხის ნაკეთობები, ფაიფური, მინანქარი.

10 საათიდან 18 საათამდე „მანანა არტ სალონში“, რომელიც ბარათაშვილის #12–ში მდებარეობს, თანამედროვე ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართება.