Thursday, November 20, 2008

ჰოლივუდი


ჰოლივუდი არის უბანი ლოს–ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მდებარეობს ლოს–ანჯელესის დაუნთაუნის ჩრდილო–დასავლეთში. როგორც კინოსტუდიებისა და ვარსკვლავების ისტორიული ცენტრი, თავისი დიდებული სახელისა და კულტურული იდენტურობის შესაბამისად, სიტყვა „ჰოლივუდი“ ხშირად გამოიყენება, როგორც ამერიკული ფილმებისა და სატელევიზიო ინდუსტრიის სინონიმი. 1853 წელს, ერთი აგურის ქოხი იდგა ადგილზე, რომელიც შემდეგ ჰოლივუდი გახდა. დღეს, კინოს ინდუსტრიის დიდი ნაწილი მიმოფანტული და გაშლილია შემოგარენ ტერიტორიებზე, როგორიცაა ბურბანკი და ლოს–ანჯელეს ვესტსაიდი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი დამატებითი ინდუსტრიები, როგორიც არის მონტაჟი, სპეცეფექტები, რეპროდუქტირება და განათება, რჩება ჰოლივუდში. ჰოლივუდის ბევრი ისტორიულ თეატრს იყენებენ სხვადასხვა სახის შეხვედრებისათვის, საკონცერტო სცენებად მნიშვნელოვანი თეატრალური სპექტაკლების პრემიერებისათვის და ასევე არის აკადემიის დაჯილდოებათა ცერემონიალების მასპინძელი. იგი არის პოპულარული დანიშნულების ადგილი ღამის ცხოვრებისათვის და ტურიზმისათვის. ის პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მასთანაა განლაგებული სახელგანთქმული დიდების ბულვარი. აღსანიშნავია, რომ ის არ ატარებს ქალაქ ლოს–ანჯელესის მსგავს პრაქტიკას დააარსოს სპეციფიკური, განსაკუთრებული საზღვრები სამეზობლო უბნებისთვის, ჰოლივუდი არის თანამედროვე გამონაკლისი. ფეირფაქს ავენიუსა და მელროუზ ავენიუს ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში არის ნიშანი, რომელიც აღნიშნავს შესასვლელს ჰოლივუდში.
ლოს–ანჯელესის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – ოსკარი ითვლება ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულად მსოფლიოში. ოსკარების დაჯილდოების პირველი ცერემონიალი ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს სასტუმრო “რუზველტში”, ჰოლივუდში.

ბავშვი, როგორც გარემოს მსხვერლი

დღევანდელი ქართული საზოგადოების წინაშე მრავალი სოციალური მნიშვნელობის მქონე პრობლემაა წამოჭრილი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმოა ბავშვთა საკითხი. უნდა აღინიშნოს და, ალბათ, ადვილი შესამჩნევიცაა, რომ წინა პერიოდისაგან განსხვავებით გოგონები და ბიჭები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ახლა ხშირად შეხვდებით მოსეირნე ბავშვებს, რომლებიც საქმიანი იერით განიხილავენ ვიღაცის შეყვარებულის საქმეს და დამშვიდობებისას მიაძახებენ, “დამიმესიჯეო”, ოღონდ ეს არ არის უბრალო კომუნიკაციის სურვილი, არამედ ამ სიტყვის თქმით გამოწვეული საკუთარი მოდურობის, მოზრდილად ყოფნის გაუცნობიერებელი სურვილის ერთგვარად გამოხატვა. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა? რამდენად ახალია? ან არის კი ახალი? ვინ ასრულებს მთავარ როლს ბავშვების ამგვარი განწყობების ჩამოყალიბებაში და როგორ უნდა დავიცვათ ისინი?  

 
ფაქტი კი ერთია, დღეს 12-13 წლის ბავშვები ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან, ბიჭები ერთმანეთის დაჭრაზე საუბრობენ და ა.შ. 12 წლის ბიჭუნას, რომელიც, მისივე თქმით, “შეყვარებულმა სხვაზე გაცვალა”, თანატოლმა მეზობლის გოგონამ შეყვარებულის საეჭვიანოდ ასევე 12 წლის გოგონას წაყვანა ურჩია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი არა მარტო ამ ბავშვთან, არამედ მეორესთანაც “ზასაობს”, დიახ “ზასაობს”, ეს თვით ამ ბავშვების ტერმინოლოგიაა. ამაზე ისინი ისე ჩვეულებრივ საუბრობენ, თითქოს მათი ასაკისათვის სავსებით შესაფერი და უკვე საკმაო ხნის მიღებული იყოს.
თინეიჯერები კითხვაზე, შესწრებიან თუ არა ამ ტიპის პრობლემურ მოვლენებს ბავშვებს შორის, ასე პასუხობენ: 
თორნიკე, 17 წლის: “კი, მაგრამ ეგ რა პრობლემაა, უბრალოდ დრომ მოიტანა. მოთხოვნილებაა და მორჩა რა... ნუ ყოველ შემთხვევაში მანამდეა უფრო სხვა პრობლემები - მიმბაძველობის... ის, რომ ყველას მაგარი უნდა იყოს... მხოლოდ საკუთარ ლაპარაკს რომ უსმენენ და სხვების აზრი ფეხებზე ჰკიდიათ, ამიტომ სიმართლეს ვერც გაიგებენ და, შესაბამისად, ვერც სწორ გზაზე ივლიან.. თან ვაჟას აქვს ერთი კარგი ლექსი “მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო”... მაქედანაც შეიძლება რაღაც აზრის გამოტანა...”
ნანა, 18 წლის: “ეს ალბათ ძალიან დიდი პრობლემაა, ჯერ ბავშვობა უნდა შეიგძნონ ბოლომდე და შემდეგ გამოსცადონ ის ყველაფერი, რაც დიდებისთვის არის დამახასიათებელი. ეს მშობლების უყურადღებობის ბრალია და არა მარტო, ცხოვრებამაც მოიტანა..”
მანანა მელიქიშვილი, განვითარების ფსიქოლოგი: “პრობლემა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია. ასეთი მოვლენები ტიპიური ალბათ უფრო არ არის. ჩატრებულია ძალიან ბევრი კვლევა, რომელთა მიხედვითაც, დღევანდელი ბავშვები თავიანთი განვითარების მხრივ სწორედ იმ ნორმებში არიან, როგორც ტრადიციულადაა დადგენილი. რაღაც გადახრას, რა თქმა უნდა, მაინც აქვს ადგილი, ეს შეიძლება ყოფილიყო ჩემს დროსაც, თქვენს დროსაც, უბრალოდ არ იყო თქვენს სოციუმში, თქვენ არ შეჯახებიხართ. ალბათ, ერთ-ერთი მოტივი ისიც არის, რომ დღევანდელი თაობა ცოტა უფრო გახსნილი, ან, უფრო სწორად, გათვიცნობიერებული გახდა. ამაში დიდი როლი აქვს, პირველ რიგში, ოჯახს, ასევე, ტელევიზიას და ა.შ.”
ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემის არსებობაში დიდ როლს ასრულებს გლობალიზაციის პროცესი: “თუ დღესდღეობით ლაპარაკია გლობალიზაციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ტერიტორიულ, რელიგიურ, სამხედრო კუთხით გლობალიაზაციასთან და გაერთიანებასთან, აქ მოიაზრება აბსოლუტურად ყველაფერი ერთად. ანუ მსოფლიოში, ქვეყნებს შორის, ხდება ყველანაირი აღრევა - რელიგიური, პოლიტიკური, ადამიანური, სოციალური... გლობალიზაციის პროცესში ერევა თითოეული ადამიანი მთელი თავისი ცხოვრებით, შინაარსით, ფილოსოფიით, მრწამსით, თვისებებით, ღირებულებებით, ხედვებით და გარდაქმნება ერთ მთლიანობად. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვეცნობით უცხოურ მუსიკას, უცხოურ ფილმს, ძალიან ბევრი ქვეყნის კულტურულ ღირებულებას, რაღაც ეთნიკური პრობლემების მომსწრეებიც ვხდებით, რომელიც, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს დღევანდელობაზე, ჩვენს სოციუმზე აისახება, ზოგჯერ უარყოფითად, ზოგჯერ, გარკვეულ მომენტებში, დადებითად. ძალიან კარგია, რომ ვვითარდებით, მაგრამ განვითარებას, აი ამ აღრევას, ამ გლობალიზაციას, ამ წინასწარ დაუგეგმავ, მოუმზადებელ, ისტორიულ არეულობას, რელიგიურ და სოციალური ჩვევების არეულობას – ამ ყველაფრის არევას ძალიან ცუდი და უარყოფითი შედეგი მოაქვს.” 
ალბათ, მსგავსი პრობლემები მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ შეიძლება ახასიათებდეს, სხვა სახელმწიფო, სხვა მოზარდები, სხვა ახალგაზრდებიც შეიძლება იგივენაირად აღმოჩნდნენ მათ პირისპირ. ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ინტერნეტი და სხვ. და, რაც ყველაზე არსებითია, მათი უაღრესად ხელმისაწვდომი ბუნება. ასეთი რამ ადრეც ხდებოდა, უბრალოდ ეს იყო მაშინ შეუმჩნეველი, მიუღებელი, ეს ჩვენს მიღმა ხდებოდა, ეს არ გვაწუხებდა პრობლემა. დღეს, როდესაც ეს ხდება ტელევიზორში, ყველა სკოლაში, ყველა საახლობლოში თითო-თითო ინციდენტი მაინც, საზოგადოებისთვის მისაღები გახდა მეტ-ნაკლებად.
ირინა ნიკოლაიშვილი: “როდესაც ტელევიზიით ნებადართულია, ტელევიზია ქადაგებს და ხელს უწყობს არაჯანსაღი ურთიერთობების არსებობას, როდესაც ქართული საზოგადოებისათვის დასაშვები გახდა ორი მანდილოსნის ერთად ყოფნა ფილმში, გადაცემაში ან ორი მამაკაცის თანაცხოვრება (და ამას როგორ აკრძალავს ტელევიზია, გეუბნება აი, მსოფლიო ტელეკომპანიები აშუქებენ), ამის შემდეგ, როგორ გინდა დაიცვა საზოგადოება და შეინარჩუნო ის ძლიერი, ასე ვთქვათ, არსებული, წარსული, მყარი, მოსაწონი ღირებულებები, რომლითაც მაგალითად, ჩვენ, ქართული ღირებულებებითა და ქართული მენტალიტეტით, აქამდე მოვედით. ძალიან ძნელია მოზარდი დაიცვა ამ ყველაფრისაგან და ბუნებრივია, მას ებადება კითხვა - იქ თუ არის ეს მისაღები, ჩვენთვის რატომ არ უნდა იყოს ეს მისაღები?” 
ეს ინფორმაციები წინა თაობებში იყო ძალიან ძნელად მოსაპოვებელი. თუ, სიტყვაზე, სამეზობლოდან ერთი კაცი წავიდოდა უცხოეთში, რაღაც უმსგავსობას, ან, მოდი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის უმსგავსობას, მოჰკრავდა თვალს, (იმიტომ, რომ შეიძლება იმ ქვეყნისათვის, იმ ადათისთვის ეს ძალიანაც მისაღებია), გაიგებდა და აქამდე ჩამოიტანდა, ეს სასწაული იყო. “ახლა კი ამ ტიპის ინფომრაციები ყველა საშუალებითაა ხელმისაწვდომი, ტელევიზია დღენიადაგ ხელს უწყობს მათ გავრცელებას - დღის 12 საათზე ჩართავ და ნახავ ქართულად ნათარგმნს, სიტყვასიტყვით გაშიფრულს, თუ როგორი კარგია, როგორ სიამოვნებას ჰპოვებს იმ უმსგავსო ქცევაში ვიღაც და როგორ არ არის იგი იგნორირებული ამ საზოგადოებაში ჩვენი მხრიდან. შემდეგ კი, ჩვენი საზოგადოებისაგან, ჩვენი შვილებისაგან, ჩვენი ოჯახისაგან მოვითხოვთ სხვა ქცევას. მაშინ ეს უმსგავსობა უკვე თვალში საცემი, მიუღებელი ხდება ჩვენი საზოგადოებისათვის. მაინც აღმოვჩნდებით ხოლმე იმ ძველი ღირებულებებისა და ფასეულობების მატარაბელნი.” – ფიქრობს ირინა ნიკოლაიშვილი. 
ფასეულობათა გადაფასების პროცესი ჩვენს ცხოვრებაში გამუდმებით მიმდინარეობს. ეს კი ყველაზე მეტად თაობებში, მათ ქცევებსა და ხასიათში ვლინდება. 
ფსიქოლოგიური მოსაზრებებეით, თითოეული ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ იმ სოციუმში, სადაც იმყოფებიან, რაც მათთვის მისაღები და ფასეულია, მივაწოდონ ბავშვებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს. თუ ის მოიკიდებს ფეხს, იქნება მყარი და ღირებული, ალბათ, არასოდეს არ დაირღვევა. მაგრამ თუ ასეთი პრინციპული დამოკიდებულება, სწორი მიდგომა არ წამოვიდა ოჯახიდან, საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან, პატარა ასაკიდანვე, მაშინ გარემო, რომელიც ასეთ ორჭოფობის და ესეთ გაურკვევლობის პერიოდში ბავშვს ხვდება, ძალიან მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და პირდაპირ ანგრევს მას. 
ირინა ნიკოლაიშვილი: “თუ ტელევიზიით მისაღებია უწმაწური სიტყვებით ლაპარაკი, თუ ჟურნალისტი მიდის ისეთ ადამიანთან, ვინც უმსგავსო საქციელს სჩადის და მასზე გადაცემა კეთდება, თუ ვიღაცას არჩეული აქვს არაჯანსაღი სექსუალური ურთიერთობის გზა და ის ამ თავისი უმსგავსო ქცევით თუნდაც ჟურნალშია მოხსენიებული, წარმატებული ადამიანების გვერდზე და საზოგადოება ამას ჩვეულებრივად უყურებს, რა უნდა ქნას ბავშვმა, როგორ გაარკვიოს, რაა სწორი - რასაც დედა ეუბნება სახლში, რასაც მეზობლები ითხოვენ თუ ის, რაც ტელევიზიით, პრესით, ინტერნეტით მოწონებული და აფიშირებულია? აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია იყო დღევანდელი საზოგადოების წევრი და ის წმინდა, სუფთა, ადამიანური ფასეულობები შეინარჩუნო და გათანამედოვებული, ცივილური ფორმით გავითავისო. ვერ გეტყვი, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არის. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით - იყო კატასტროფული აკრძალვები და ახლა კი არის განუკითხაობა, სრული უცენზურობა, სრული თავისუფლება, განუკითხაობა. რატომღაც ვითხოვთ ბავშვებისგან ისეთ ქცევას, რომელიც მათ არსად უნახავთ ანუ ოჯახში, სკოლაში არ არის ასეთი ტრადიცია, როგორ უნდა მოვთხოვით ამა თუ იმ ბავშვს რაიმე ქცევის სწორად აღქმა, თუ მას გამოცდილებაში ამგვარი რამ არ უნახავს. ანუ მივდივართ ისევ იქამდე, რომ რა ოჯახიდან, რა წრიდან, რა სამეგობროდანაც მოდის იგი, რაც უნახავს, ისეთივეა მისი ქცევებიც.” 
საზღვრაგარეთ ისეთი ფილმების გაშვება, რომლებიც მოითხოვენ ცენზურას, ხდება ყოველთვის გვიან საათებში და სპეციალური თანხა ღირს. ისეთი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, რომლებიც მოიცავენ პორნო არხებს ან სპეციალური ინტერესით შექმნილი გადაცემებს, არის ტელევიზიები, რომლებიც ამ არხებს ამონტაჟებენ მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ. Aარის დაბლოკვის უამრავი საშუალება, რომ ბავშვებს მეტ-ნაკლებად არ ჰქონდეთ მათთან შეხება. რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვერ გააკონტროლებ, რამეთუ დღევანდელ სოციუმში ძალიან რთულია ამ ინფორმაციის სრული დაფარვა და მიჩქმალვა, ეს არც არის ნორმა და არც არის აუცილებელი ამის გაკეთება იმ ასაკში, როდესაც ფსიქიკა უკვე მომწიფებულია, როდესაც ის კარგს ცუდისგან მიჯნავს, როდესაც ბავშვს მყარი აქვს ის შეხედულება, თუ რა არის ღირებული მისთვის, მისი ოჯახისთვის, მისი სამეგობროსთვის, მისი მესთვის, ეს შემოსული სიბინძურე, როგორც ზღვის ტალღა, ისე დაარტყამს და მერე გადაირეცხება, ეს არ არის საშიში. მაგრამ როდესაც ბავშვის ცნობიერება არ არის სათანადოდ მყარი, არ აქვს რამე ხელმოსაჭიდი და მხოლოდ იმას ეძებს, რომ რაიმეში განსხვავებულობა ჰპოვოს, როდესაც არის წარუმატებელი სწავლაში, სამეგობროში, ოჯახში, აი, სწორედ იქ ხდება წარმატებული, რაც უმსგავსოა, იქ ხდება სწორედ “აი, გზას აცდა”, ხშირად რომ ისმის ფრაზა. აი, აქ უკვე მშობელი ვერაფერს ვეღარ ხდება, იმიტომ, რომ ადრეულ ასაკში დაშვებულია ძალიან დიდი შეცდომა.
ფსიქოლოგების თქმით, ზემოთდასახელებული მოვლენები ნამდვილად ხდება ბავშვებში, ეს რეალობაა, ამას აკეთებს ამ ასაკის ბავშვების 2%, 3%, ამას არ აკეთებს 90%. თითოეულ მათგანს, რა თქმა უნდა, აქვს პრობლემა, მათ საზოგადოებაში ვერ დაიმკვიდრეს, ვერავის ვერაფრით დაამახსოვრეს თავი, ამიტომაც აირჩიეს სხვა ფორმა. 12-13-14 წლის ბიჭისათვის სექსუალური ღირებულებები, ორიენტაცია და განვითარება არის ყველაზე წინა პლანზე და ის ყველაზე დიდი ინტერესით ეკიდება ამ საქმეს. აქედან გამომდინარე ბიჭს არ გაემტყუნება, რომ “შეუჭვრიტოს” გოგონებს გასახდელში, როდესაც ისინი იხდიან, მაგრამ, აი, იმ გოგონებსა და მის მშობლებს კი ნამდვილად გაემტყუნებათ, რომ მათი ბავშვები ისე არიან გარყვნილები, რომ ამას აკეთებენ მიზანმიმართულად. 
დღეს ბევრი ბავშვი აკეთებს იგივეს, თუმცა ამის დაუფარავად გაცხადება ძირითადად მხოლოდ მათი ასაკის ჩარჩოებში ხდება, უფროსებს, თავისთავად, ამ ყველაფერს უმალავენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ისინი შეიძლება გრძნობდნენ ამგვარი ქცევების აკრძალულობას? თუ არა და რატომ მალავენ? რატომ მიდიან სკოლის უკან და იქ მათი ასაკისათავის შეუსაბამო ქცევებით რატომ კავდებიან? 11 წლის ბავშვმა საიდუმლოდ თქვა (რომელსაც რატომღაც კარგ მეგობრად მივაჩნივარ და არაფერს მიმალავს ეზოს ბავშვების შესახებ), რომ ბავშვებმა დაინახეს, ზემოთნახსენები 12 წლის გოგონა როგორ გაშიშვლდა სკოლის უკან იგივე ზემოთნახსენები ერთ-ერთი ბიჭის წინაშე. ძნელია მათთან ამაზე საუბარი და ალბათ არც გეტყვიან.
“მათ ამაზე არავინ არავის პასუხს არ სთხოვს, არავინ არ ისჯება ამისთვის. ამაზე მშობელი არ ეკითხება, სკოლაში მასწავლებელი საყვედურს არ ღებულობს, ავტორიტეტები არ არსებობს, დანგრეულია, მამის ფასეულობა არ არსებობს, რომ ჩაერიოს შვილის, დავუშვათ, ბიჭის, გაზრდაში და რაღაც ესეთი ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდეს, რომ მართოს ამ ბიჭის უმართავი ქცევა. დღევანდელ დღეს, როდესაც მამა სახლში ლაპარაკს იწყებს შეურაცხყოფით, გინებით, ეს ბავშვის ცნობიერებაში მისაღები ხდება, რამდენადაც ეს მისთვის, მისი ოჯახისათვის არის ჩვეულებრივი ქცევა. შემდეგ კი გოგონებს აწონებს თავს, ვინ უფრო მეტ უწმაწურ სიტყვას იტყვის, ვინ უფრო მეტად იქნება გაბედული ამ მხრივ, იმიტომ, რომ ის არ ისჯება საზოგადოების მიერ, არ იკიცხება, არავინ იმას, უხეშად რომ ვთქვათ, ყურს არ აუწევს მაგის გულისთვის. იმ გოგოსთვისაც მოსაწონია ეს, იყო დრო, როდესაც ქალებისაგან მოდიოდა დაკვეთა მამაკაცური საზოგადოების შექმნაზე, ბიჭების კატეგორიებად დაყოფაზე, ქალებისაგან მოდიოდა, ვიღაცისათვის მომხიბვლელი იყო ინტელექტუალური ბიჭები, ვიღაცისთვის ფიზიკურად ძლიერები და ა.შ., ახლანდელი გოგონებისთვის კი პრიორიტეტული გახდა, ანუ დაკვეთა მათგან მოდის, ვინ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გაუზრდელობას და საზოგადოებაში სითამამეს გამოამჟღავნებს, ვინ უფრო თავზეხელაღებულს წარმოაჩენს საკუთარ თავს და ვისაც უფორ მეტად არ ეშინია იმ არსებული წესების და ვინ უფრო ანგრევს ამას.” 
 ირინა ნიკოლაიშვილს ძალიან ხშირად უწევს ამ თემაზე საუბარი ბევრი მისი პაციენტის მშობელთან და თლის, რომ კარგი იქნებოდა, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია, ფართოდ გახდეს ყველასთვის ცნობილი ის ამბავი, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში ჩაერევიან მშობლები არსებულ პრობლემაში, მით უფრო ადვილად გადალახავენ მას. როდესაც რაიმე პრობლემას ემატება მეორე, მესამე, შემდეგ მათთან გამკლავება ძალიან რთულია. “ამიტომ თავი და თავი არის ყურადღებიანი მშობელი. ჩვენ, მშობლებს, არ უნდა შეგვვეშინდეს, არ უნდა დავმალოთ ის არსებული სირთულეები, თუ არ ვიცით, ვინმეს მაინც მივმართოთ ამ ბარიერის გადალახვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ჩვენს თავში ჩაკეტვით მეტ ზიანს ვაყენებთ ბავშვს.” 
მშობლების ფაქტორი მართლაც გადამწყეტია ბავშვთა სათანადო განვითარებისათვის. სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ დღევანდელი ბავშვების 90%-ს აქვს გაუცხოება საკუთარ მშობლებთან, გამომდინარე ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიური ფონიდან - მშობლებმა თუ არ იმუშავეს, ელემენტარულად, ვერ ისულდგმულებენ. ბავშვებს ზრდიან სხვები, ვისაც ექნება ამის დრო და საშუალება. ისინი მთელ დღეებს ატარებენ სკოლაში, მასწავლებელთან, ძიძასთან, ან ბებიასთაან და დროის რაღაც უმცირეს მონაკვეთს მშობლებთან. “მათ რომ ჰკითხო და რომ ჩაუღრმავდე პრობლემას, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბავშვებისათვის კეთდება, მაგრამ, სინამდვილეში, არც ერთ მათგანს, მე ხშირად სათითაოდ მიწევს მშობლებთან საუბარი და ამას უსაფუძვლოდ არ გეუბნები, ბავშვების 90%-ს აქვს პრობლემა – მშობლებთან გაუცხოება. ვერ აცნობიერებენ, თუ რას მოითხოვენ მშობლები მათგან, როცა არ აღუზრდიათ, ლაპარაკია არა გაზრდაზე, არამედ აღზრდაზე. მარცვალი თუ არ დათესე, ის ნაყოფს ვერასდროს ვერ გამოიღებს და, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ მშობლები უკვე გაზრდილებისგან მოითხოვენ, მოიქცნენ ისინი საზოგადოებისთვის შესაფერისად.” – ამბობს ირინა ნიკოლაიშვილი.
შემდეგ კი როგორც აღმოჩნდება ხოლმე, ბავშვი არის ან სხვისი გაზრდილი, და შემდეგ უკვე გამზადებული “პროდუქტი” ჩაბარებული, ან საერთოდ არავინ არანაირად არ ღებულობს მის აღზრდაში მონაწილეობას. “ამდენად, როცა მისთვის ვიღაც ხდება ავტორიტეტი, ის იმ ავტორიტეტზე აკეთებს სწორებას, მისი ჩვევები, ღირებულებები ხდება ბავშვისათვის მისაღები და თუ მშობლების ნაცვლად მისთვის ავტორიტეტია ქუჩაში მდგომი “ძველი ბიჭი”, უმსგავსო ქცევების მქონე მანდილოსანი, აი, იქ წარმოიშობა ის უმართავი უმსგავსო ქცევა და ჩნდება შვილებთან მისასვლელი გზების დაკარგვის საშიშროება. აი, აქ კარგავენ მშობლები იმ სადავეებს, რომლითაც უნდა მართონ ბავშვები. როდესაც მშობელი თვლის, რომ ესა თუ ის ბავშვი მისი საკუთრებაა და რასაც უნდა, იმას უზამს, ეს უკვე თავიდანვე მცდარი მიდგომაა. ბავშვები ჩვენ კი არ გვეკუთვნიან, არამედ არიან ჩვენთან ერთად მცხოვრები, თანაზიარი, ჩვენთან თანაარსებობის უფლებიანი პიროვნებები. თუ გვინდა როგორღაც მათ ცხოვრებაში შევიჭრათ, ეს უნდა დაიწყოს ადრეული ბავშვობიდანვე წვეთ-წვეთ, რათა გაჩნდეს სიმყარეები სიყვარულის, წესიერებისა, შესაფერისი ქცევის, ოჯახური ტრადიციების მხრივ. თუ მშობელს ის არ გაუზრდია, არ ჩაუნერგავს მასში ყველაფერი ეტაპ-ეტაპ, ყველა ასაკისათვის შესაბამისად, ყველა ასაკისათვის მისაღები ინფრომაცით, გასაგებად, რატომ სჯის მის ამა თუ იმ ქცევას დღეს ასე მკაცრად. ღოცა ის იზრდებოდა თავისით, მის გარშემო სიცარიელე იყო, იქ დანგრეულია ყველა ურთიერთობა. ბავშვისთავის მიუღებელია მშობლის შენიშვნა, რადგან მას მთავარი არ აქვს ნათვქვამი, რომ მას ის უყვარს, მისთვის ცხოვრობს, მის გარშემო ტრიალებს და როცა დასჭირდება, მუდმივად მის გვერდზე, განცდაში ეს მას ასე ეძლეოდა და ასე ახსოვს.” – ასეთია ფსიქოლოგის მოსაზრება.  
და მაინც, სად არის გამოსავალი? ირინა ნიკოლაიშვილის მოსაზრებით, გამოსავალი არის ამაში, რომ “როდესაც ვაჩენთ შვილებს და გვინდა გვყავდეს შვილები, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეჭიდოთ ამ საქმეს. კი ბატონო, დროის გარკვეული მონაკვეთი ვანდოთ ჩვენი შვილები სხვებს ფიზიკურად მოსავლელად, მაგრამ სულიერად გვყავდეს მუდმივად ჩვენს გვერდით. მათ განცდაში უნდა ეძლეოდეთ მშობლების გვერდზე ყოფნა, ზრუნვა, მაშინ არ იქნება ამდენი უმსგავსო ქცევა. ბავშვს, რომელსაც თუნდაც მისთვის ნაკლებად მოსაწონი გარეგნობა აქვს, გონიერმა მშობელმა გზა უნდა დაანახოს, სადაც ის ძალიან წარმატებული იქნება და შემდეგ გადაუფარავს ასაკისათვის შეუასაბამო ქცევისაკენ მიდრეკილებას, რომ აი, ის თუ გაიხდის სადმე და თუ ვინმე ამის გამო კომპლიმენტს ეტყვის, იქ წარმატებული იქნება. სინამდვილეში ყურადღებიანი მშობელი ამ ქცევას კი არ გაუჯავრდება და ქამრით და სახლში ჩაკეტვით კი არ შეხვდება, არამედ საუბრით, ახსნით, დარწმუნებით, ფსიქოლოგით, კარგი პედაგოგით, ხატვის მასწავლებლით, მუსიკის მასწავლებლით, ცეკვის მასწავლებლით და ოჯახის ერთსულოვნებით დააძლევინებს ამა თუ იმ სირთულეს.” 
იმ საზოგადოებისა და ქვეყნისაკენ, იმ იდელური პირობების და გარემოს შექმნისაკენ მისწრაფებისას, ცოტა სიღრმეში უნდა ჩავიხედოთ, ოჯახებიდან, ჩვენი თავებიდან უნდა დავიწყოთ, შემდეგ ქვეყანაზე გადავიდეთ და ალბათ ოპტიმალური შედეგი გვექნება საბოლოოდ. 

 

გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში და მისი რეგულირება

ინტერნეტი არის კომპიუტერული ქსელების გლობალური ბადე. უფრო ტექნიკური ტერმინებით, ეს ნიშნავს, რომ ორი ან მეტი ქსელისგან შემდგარი ჯგუფი შეერთებულია ელექტრონულად, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება.
ინტერნეტი არაერთგვაროვანი ქსელია. იგი აერთიანებს სხვადასხვა ტიპის კომპიუტერულ სისტემებს. ამ სხვადასხვა სისტემათა ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სპეციალური ტექნოლოგია. ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის ყველა ქსელი და მათში ჩართული ყველა კომპიუტერი რაღაც ერთი და იგივე წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აუცილებელია ერთიანი საურთიერთობო ენა, რომლის მოვალეობასაც ასრულებს ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლი. პროტოკოლი არის წინასწარ შეთანხმებული წესების ნაკრები, რომელსაც იყენებენ კომპიუტერები ურთიერთქმედებისათვის. სწორედ პროტოკოლი განაპირობებს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი ორი კომპიუტერის ურთიერთობის შესაძლებლობას. კავშირის დამყარებისა და შეტყობინებათა ურთიერთგაცვლისათვის ძირითადად ორი პროტოკოლი გამოიყენება: TCP (Transmission Control Protocol - გადაცემათა მართვის პროტოკოლი) და IP (Internet Protocol - ინტერნეტის პროტოკოლი). იმის გამო, რომ ორივე მათგანი აუცილებელია ინტერნეტში მუშაობისათვის, მათ წყვილად მოიხსენიებენ (TCP/IP).
ინფორმაციის ძიებისას ინტერნეტში, ჩვეულებისამებრ, სარგებლობენ სპეციალური ინსტრუმენტებითა და საშუალებებით:
1 საძიებო მანქანებით (search engines);
2 ინდექსირებული კატალოგებით (directories);
3 მეტასაძიებო სისტემებით;
4 მოცემულ თემაზე მიმთითებელთა ჩამონათვლებით;
ინფორმაციის ძიებისას ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ ორსაფეხურიანი სქემით. პირველად მიმართავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სპეციალიზირებულ მონაცემთა ბაზებს, ხშირად დასმული შეკითხვების კრებულებს, კონფერენციებსა თუ კონკრეტულ ადამიანებს, რათა საძიებო საგანზე მიიღონ გარკვეული წინასწარი ცნობები. ამის შემდეგ შეიძლება სპეციფიკური მოთხოვნის ჩამოყალიბება მძლავრი საძიებო სისტემის მიმართ. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს იპოვონ არა მხოლოდ თემასთან მიახლოებული დოკუმენტები, არამედ განსაზღვრონ საძიებელი ობიექტის ადგილი არსებულ საერთო იერარქიაში. Yahoo, Google, Rambler, msn, Crawler, altavista, excite და სხვა მრავალი თავისებური სახის საძიებო–საცნობარო სისტემა უზარმაზარი რაოდენობის და თემატიკის ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს.
ინტერნეტი თავისი როლის ფორმირების პროცესში ისე განვითარდა და გაძლიერდა, რომ თავისი უსაზღვრო პოტენციალის წყალობით დიდად გადაუსწრო ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალებებს. ინტერნეტი მის სამყაროში შესვლისა და კომუნიკაციის ურთიერთგაცვლის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პიროვნებას, საკმარისია მას უბრალოდ ხელი მიუწვდებოდეს კომპიუტერსა და მოდემზე. ამ კომუნიკაციებს შეიძლება ადგილი ჰქონდეთ თითქმის წამიერად, და შეიძლება უშუალოდ მიემართოს ყველას და ნებისმიერს – ერთ კონკრეტულ ინდივიდს, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფსა თუ მთელ მსოფლიოს. ინტერნეტი აადვილებს ორმხრივ კომუნიკაციას, ანუ ავითარებს უკუკავშირს, სადაც მომხმარებლები არიან როგორც მოსაუბრეები, ისე მსმენელები.
ინტერნეტის ხელშია უზარმაზარი უპირატესობა - დროსა და სივრცეში ინფორმაციის ტევადობის განუსაზღვრელი უნარი, განსაკუთრებული ოპერატიულობა, რითაც იგი ტოლს არ უდებს ტელერადიომაუწყებლობას და, რაც მთავარია, ისეთი განუსაზღვრელი თავისუფლებაც, როგორიც, კაცობრიობის ისტორიაში, მასობრივი ინფორმაციის არც ერთ საშუალებას არ ჰქონია.
ინტერნეტი იყო პირველი, ვინც გახდა წამყვანი, გასაღები ინსტრუმენტი გამოხატვის თავისუფლების კანონის განსახორციელებლად და დასაცავად. ის აერთიანებს ერთ საშუალებაში როგორც ინფორმაციის მიღების უფლებას, ისე გამოხატვის უფლებასაც და ავრცელებს ინფორმაციას, იდეებსა და შეხედულებებს წერილობითი, აუდიო თუ ვიდეო ფორმით.
დღეს ყველას, ვისაც უნდა და ვისაც შეხება აქვს კომპიუტერთან და ინტერნეტთან, შეუძლია მის სივრცეში საკუთარი ვებ–გვერდი ჰქონდეს. ეს, თავისთავად ხელს უწყობს ადამიანის თვითდამკვიდრებას, მაგრამ, ამავე დროს, მას დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.
ორგანიზაციებს, რომელთა ფუნქციაც შემოიფარგლება გარკვეულ განცხადებებთან მიმართებაში ინტერნეტთან ტექნიკური კავშირით, ინტერნეტში ინფორმაციის გადატანითა და ვებ-გვერდის ან მისი ნაწილის შევსებით, ცალკეული განცხადებებისთვის არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ეს ორგანიზაციები - ინტერნეტ-სერვის-პროვაიდერები მთელ რიგ ასპექტებში განსხვავდებიან გამომცემლებისგან. კერძოდ, არა აქვთ პირდაპირი და უშუალო კავშირი იმ განცხადებებთან, რომელთა გავრცელებასაც უწყობენ ხელს. აქედან გამომდინარე, ამ ორგანიზაციებისგან არ არის მოსალოდნელი, დაიცვან განცხადებების სისწორე იქ, სადაც პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი არსებობს. თუ მათ პასუხისმგებლობას გამომცემლების პასუხისმგებლობასთან გავათანაბრებთ, მათ მოუწევდათ გასაჩივრებული განცხადების დაუყოვნებლივ მოხსნა ინტერნეტიდან, მიუხედავად გასაჩივრების ლეგიტიმურობისა. ზოგიერთ ქვეყანაში ინტერნეტ-სერვის-პროვაიდერები მთლიანად არიან გათავისუფლებული პასუხისმგებლობისაგან ცილსიმწამებლური განცხადებებისათვის, რათა აღკვეთილი იქნას ინტერნეტზე ცენზურის განხორციელება ზემოთაღნიშნული ხერხით.
მაუწყებლობის და ინტერნეტის რეგულირებას შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი იყენებს სახელმწიფოს შეზღუდულ რესურსს - ელექტრომაგნიტურ სპექტრს, შესაბამისად ლეგიტიმურია საჯარო ინტერესების დასაცავად სახელმწიფოს მიერ ლიცენზიის მოთხოვნა. რაც შეეხება ვებსაიტის შექმნას, იგი ნებისმიერს შეუძლია, შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საჭიროება ან დასაბუთება ელექტრონული პუბლიკაციების კონტროლისათვის. სანამ ექსპერტები ეთანხმებიან იმას, რომ კიბერ–საზოგადოების გაუმჯობესება და კიდევ უფრო სრულყოფაა საჭირო, შეუთანხმებლობაა იმასთან დაკავშირებით, პრობლემის გადაწყვეტა უფრო მეტად მთავრობის რეგულაციაა თუ კერძო სექტორის ინოვაცია. მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი და კიბერ–სივრცის უსაფრთხოების ექპერტი დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორმა ვერ მოახერხა კიბერ უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა და რომ რეგულირება საჭიროა. მეორეს მხრივ, ბევრ კერძო სექტორის ხელმძღვანელს მიჩნია და სჯერა, რომ უფრო მეტი რეგულირება შეზღდავს მათ შესაძლებლობებს გააუმჯობესონ ინტერნეტ სამყაროს უსაფრთხოება. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო ტექნოლოგიათა ასოციაციის ხელმძღვანელი, ჰარის მილერი, თვლის, რომ რეგულირება აკავებს და აფერხებს სიახლის წარმოქმნის პროცესს. კერძო სექტორმა უნდა შეინარჩუნოს ინოვაციის შემომტანის სტატუსი და მოახდინოს ადაპტირება, შეგუება ახალ საიერიშო მეთოდების შემოღებასთან ინტერნეტში. ერთ–ერთ– მიზეზი, რის გამოც ბევრი კერძო სექტორის წარმომადგენელი ეწინააღმდეგება რეგულირებას, არის ის, რომ ეს არის ძალიან ძვირი სიამოვნება. ფირმები გამოთქვამენ მწუხარებას რეგულირების მიმართ, რომელიც ამცირებს მოგებას, რამდენადაც ის წარმოადგენს ისეთ რეგულირებას, რომელიც ზღუდავს მათ მოქნილობას შესაბამისად ეფექტურად გადაჭრან კიბერ უსაფრთხოების პრობლემა. ინტერნეტ სივრცეში მეტად ადვილი შესაძლებელი და დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება, რამდენადაც ყველას შეუძლა შექმნას საკუთარი ვებ–გვერდი, სადაც განათავსებს იმ ტიპის, ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც უნდა, როგორც უნდა და რამდენიც უნდა. ამგვარად, იგი ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი სოციალური სტრუქტურა, რომელსაც საკუთარი კონკრეტული მიზნები ამოძრავებს. ეს გარემოება კი მას გასაქანს აძლევს გამოიყენოს ინტერნეტის სპეციფიკური საშუალებები. ინტერნეტის შემოქმედებით საქმიანობაში იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მისი ენობრივი შესაძლებლობები. დღესდღეობით არსებული გამომსახველობითიო სისტემა, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ საწყისი ეტაპია მისი ევოლუციის გზაზე. ასეთი ტიპის ვებ–გვერდებს შეუძლიათ ინდივიდებზე, მომხმარებლებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის მოხდენა, რაც დამოკიდებულია მათ სოციალურ, კულტურულ თუ ზნეობრივ ორიენტაციაზე. მაგრამ, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მოახერხებენ თუ არა ისინი კიბერ სივრცის უსაზღვრო და უსასრულო სამყაროში გზის გაკვლევას. ალბათ, უფრო დიდი შანსია, რომ მათი უმრავლესობა მხოლოდ ძალზე ვიწრო წრისთვის გახდება ცნობილი, რადგან ისინი ვერ მოახერხებენ მსხვილ საძიებო სისტემებში მასობრივ ჩართვას. ეს, ერთის მხრივ, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო, მეორეს მხრივ კი, აუცილებელი გახდება მასობრივი აუდიტორიის ფართო ფენების ნდობის მოპოვება, რაც არც ისე ადვილი მოსახერხებელია, პირიქით, ძნელად გადასაჭრელი პრობლემაც კია. გარდა ამისა, ამის მოსახერხებლად აუცილებელია საიტებზე განთავსებულ შეტყობინებათა შინაარსის მნიშვნელობის გათვალისწინებაც, რასაც სერიოზული, ზუსტი, დაუმახინჯებელი და საინტერესო ინფორმაციის მსურველი ადამიანები უდიდეს ყურადღებას აქცევენ. არ უნდა დავივიწყოთ ასევე სტრუქტურაც, რომლის მიხედვითაც ელექტრონულ გვერდზე განლაგებულია ინფორმაცია, რაც უნდა იყოს მაქსიმალურად ადვილი კონკრეტულ საიტზე გზის გასაგნებად. თუმცა, მიუხედავად ამისა, პერსონალური ელექტრონული გამოცემების მომავალში არსებობა და მსოფლიო საინფორმაციო ბადეში მათი კიდევ უფრო ფეხის მოკიდება ეჭვს არ იწვევს და ისიც ნათელია, რომ რაც უფრო მეტი ასეთი პერსპონალური ინფორმაცია გავრცელდება ინტერნეტში, მით უფრო გაიზრდება ლოკალური ელექტრონული მასმედიის მნიშვნელობა.
ციფრულ ტექნოლოგიას სხვანაირად თავისუფლების ტექნოლოგიაც შეიძლება ვუწოდოთ. ამიტომ , უნდა ღინიშნოს, რომ ყველა ტიპის მასალა, რომელიც ინტერნეტ სივრცეშია განთავსებილი, იქნება ეს სხვადასხვა სახის ელექტრონული წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, თუ პერსონალურ ვებ–გვერდებზე განთავსებული ნებისმიერი შეტყობინება, ინტერნეტ–ფორუმებზე დაფიქსირებული მოსაზრებები, ჩეთებში ნათქვამი ფრაზები თუ სხვა, კიბერ-სივრცეში უსაზღვრო და შეუძღუდავი თავისუფელბის მაუწყებელია.
შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტ სამყაროს ფუნქციონირება დროში განვითარებადი დაუბოლოებელი პროცესია. ისმება კითხვა, არის თუ არა იგი კიბერ მოქალაქეთა სამყარო, რომლის მიმდინარეობის რაიმე გზით ჩაშლის და ვინმეს მიერ რეგულირების მცდელობა გაუმართლებელია? არის ისეთი მოსაზრებებიც, რომ ინტერნეტულ გამოცემათა ქსელი ხელს უშლის მოქალაქეობრივი თვისებების განვითარებას, იწვევს თვითიზოლაციას, კარჩაკეტილობას და აღვირახსნილობას. ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ დამალონ თავიანთი რეალური სახე, ინტერნეტ სივრცე არის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ისინი იმაყოფილებენ ნებისმიერ სურვილს ვინაობის გამოუმჟღავნებლად.
თუ მთავრობა დაბლოკავს საიტებს და დააპატიმრებს ბლოგერებს, ეს იქნება ინტერნეტის ფუნქციონირების შეკავება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების გამოფიტვას ონლაინ სივრცეში.
არავისთვისაა უცხო ფაქტი, რომ დღესდღეობით ინტერნეტის განზომილებაში მრავლად მოიპოვება ბავშვებისათვის, არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი შინაარსის მქონე ვებ–გვერდები. მათი გავრცელების შეზღუდვა ბავშვებში გარკვეულწილად თითქოს რეგულირდება იმით, რომ ზოგიერთ საიტს შესასვლელ გვერდებზე აქვს წარწერა: „არ შეხვიდეთ თუ 18 წლამდე ხართ“. თუმცა ამ სახით არასრულწლოვანთა შეჩერება ალბათ არარეალურია, რადგან ეს შეზღუდვა მათ კიდევ უფრო მიიზიდავს. ასეთ შემთხვევაში ალბათ პროცესის დარეგულირება მხოლოდ მშობლების მიერ სათანადო ყურადღების გამოჩენითა და ძალისხმევითაა შესაძლებელი, რომლებმაც არ უნდა მისცენ შვილებს უფლება ნახონ მათი ასაკისათვის შეუფერებელი მასალა.

Tuesday, November 11, 2008

Guns N' Roses...

Guns N' Roses არის ამერიკული როკ ბენდი, რომელიც დაარსდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში 1985 წელს. Guns N' Roses–ს მისი კარიერის მანძილზე გამოშვებული აქვს 2 EP (extended play), 1 ლაივ ალბომი, 3 მუსიკალური ვიდეო დივიდი დისკი და 5 სტუდიური ალბომი:

1987: Appetite for Destruction: 1."Welcome to the Jungle"; 2."It's So Easy"; 3."Nightrain"; 4."Out ta Get Me"; 5."Mr. Brownstone"; 6."Paradise City"; 7."My Michelle"; 8."Think About You"; 9."Sweet Child o' Mine"; 10."You're Crazy"; 11."Anything Goes"; 12."Rocket Queen"

1988: G N' R Lies: 1.Reckless Life"; 2.nice Boys" (Rose Tattoo) – 3:03; 3.move to the City"; 4.mama Kin"; 5.patience"; 6.used to Love Her"; 7.you're Crazy"; 8.one in a Million"

1991: Use Your Illusion I: 1."Right Next Door to Hell"; 2."Dust N' Bones"; 3."Live and Let Die"; 4."Don't Cry"; 5."Perfect Crime"; 6."You Ain't the First"; 7."Bad Obsession"; 8."Back Off Bitch"; 9."Double Talkin' Jive"; 10"November Rain"; 11."The Garden"; 12."Garden of Eden"; 13."Don't Damn Me"; 14."Bad Apples"; 15."Dead Horse"; 16."Coma"

1991: Use Your Illusion II: 1."Civil War"; 2."14 Years"; 3."Yesterdays"; 4."Knockin' on Heaven's Door"; 5."Get in the Ring"; 6."Shotgun Blues"; 7."Breakdown"; 8."Pretty Tied Up"; 9."Locomotive"; 10."So Fine"; 11."Estranged"; 12."You Could Be Mine"; 13."Don't Cry"; 14."My World"

1993: "The Spaghetti Incident?": 1."Since I Don't Have You"; 2."New Rose"; 3."Down on the Farm"; 4."Human Being"; 5."Raw Power"; 6."Ain't It Fun"; 7."Buick Makane", "Big Dumb Sex"; 8."Hair of the Dog"; 9."Attitude"; 10."Black Leather"; 11."You Can't Put Your Arms Around a Memory"; 12."I Don't Care About You", "Look at Your Game, Girl"

TBA: Chinese Democracy: 1."Better"; 2."Chinese Democracy"; 3."I.R.S."; 4."Madagascar"
5."Shackler's Revenge"; 6."Sorry"; 7."The Blues"; 8"There Was a Time"


ჯგუფის მიმდინარე შემადგენლობა ასეთია:
ექსლ როუზი (Axl Rose) - ლიდ და ბექ ვოკალი, ფორტეპიანო (1985–დღემდე)
დიზი რიდი (Dizzy Reed) -ფორტეპიანო, კლავიატურა, ბექ ვოკალი (1990–დღემდე)
რობინ ფინკი (Robin Finck) - ლიდ გიტარა (1997–1999, 2000–დღემდე)
ტომი სტინსონი (Tommy Stinson) - ბასი, ბექ ვოკალი (1998–დღემდე)
კრის პიტმენი (Chris Pitman) - კლავიატურა (1998–დღემდე)
ბრაიან მანტია (Bryan Mantia) - დრამი (2000–დღემდე)
რიჩარდ ფორტუსი (Richard Fortus) - რითმ და ლიდ გიტარა, ბექ ვოკალი (2002–დღემდე)
რონ „ბამბლფუთ“ თალი (Ron "Bumblefoot" Thal) - ლიდ გიტარა (2006–დღემდე)
ფრენკ ფერერი (Frank Ferrer) - დრამი (2006–დღემდე)


ჯგუფის ყოფილი წევრები არიან:
ტრეისიი განზი (Tracii Guns) - ლიდ გიტარა
იზი სტრედლინი (Izzy Stradlin) - რითმ გიტარა
ოლე ბეიხი (Ole Beich) - ბასი
რობ გარდნერი (Rob Gardner) - დრამი
სლეში (Slash) – გიტარა
დაფ მაკკაგანი (Duff McKagan) - ბასი, ბექ ვოკალი
სტივენ ადლერი (Steven Adler) - დრამი
მეტ სორუმი (Matt Sorum) - დრამი
პოლ ტობიასი (Paul Tobias) - გიტარა, ბექ ვოკალი
ბაქეთჰედი (Buckethead) - გიტარა
ჯოშ ფრიზი (Josh Freese) - დრამი
გილბი კლარკი (Gilby Clarke) - გიტარა, ვოკალი

***

შუაგულ ოკეანეში აყუდებულ ოცნების თეთრ კოშკს არ სურს დანგრევა,
არ სურთ ჩამოშლა სხივითმოსილ ციმციმა კედლებს...
თუმცა არ ძალუძთ გაუმკლავდნენ უძირო ზვირთებს,
უკიდეგანო თვალებიდან აფრქვევენ ცრემლებს.
და ინგრევა თეთრი კოშკი, ოცნების კოშკი,
ერთი კედელი, მეორე... აი, მესამეც გაქრა...
ჩაინთქნენ და თან წაიღეს მათ აწმყოს იმედი,
ოკეანეს კი დაუტოვეს მხოლოდ ტკივილის განცდა...

***

შავი ღრუბლებით დაფარულა ზეცის სარკმელი,
მუქი ბურუსით შესუდრულა მიწის სავანე,
მხოლოდ ტკივილი, სისხლი, ცეცხლი, ამაოება
მბრძანებელივით დაგოგმანებს ამ ქვეყანაზე.
ჩვენ კი რად გვძინავს?
წინ აღვუდგეთ ჩვენს ჩუმ, ნელ სიკვდილს,
გამოვაძევოთ ბოროტი არსი ჩვენი გულიდან,
სწორედ სიკეთე არის ის ერთადერთი, რაც ძალას მოგვცემს,
და მხურვალედ გამოანათებს ჩვენი გულიდან.

***

აღტაცებული იწვის სასანთლეში თეთრი
კანდელი,
და გაშმაგებით ცდილობს მისი ალი ცამდე
აწვდენას,
ვით მარტოობით გათანგული სული ეული,
ისე ესწრაფვის წყვდიადიდან თავის დაღწევას.

***

Everytime I try to forget your face
And to put your kiss out of my head
But as I feel I am too week and feeble,
My weakness makes me go mad!

I dislike that I like you so much.............
That I am not allowed to try your touch.............
"Sweatheart! move this wan smile away!'' -
It's the sole phrase I need you to say.

my pretty, pleese don't leave me tonight!
and nevermore allowe me to cry!
couse I've waited for all my life
to have these minutes with charming moonlight.............

Alas! I guess all to be just dream!.............
(But.............)
If you'll never, never fondle me.............
If you'll never, never be with me.............
I'll never let myself be awake!.............

Pessimistic...

I should try to change my damned life
Not to have the pip for all my life
Not to feel that I am too weak and rife
Not to have a bad fall in a slime.
I don' want to be afraid of relations
I don' want to be afraid of love
I feel my heart hastily needs redemption
I don' want more living in this smut!
God! Allow me to change my way of living
Let me know and try freedom really
I don' want to repress my sad emotions
I just need them to have a huge explosion.
Should I think that everything will be fine?
And I'll be able to get rid of this slight?
The only thing that can help me is just time
But... Can I endure all these? Or I'll die?

მუსიკის შესახებ...

ვუსმენ როკ მუსიკას, ჰარდ როკს, ალტერნატივას, ჰევი მეტალს... რატომ ვუსმენ ამ მუსიკას??? იმიტომ, რომ ეს მომწონს და მიყვარს... ვფიქრობ, რომ სხვა მასკულტურული მუსიკალური ჟანრებისგან განსხვავებით მასში აზრია ჩადებული, მოუსმინეთ ჯერ ბრიტნი სპირსს და შემდეგ Guns N' Roses-ს, თუ მუსიკალური ხელოვნების რამე გაგეგება, განსხვავებას მყისვე იგრძნობ... ადრე საერთოდ არ ვუსმენდი როკს, პირიქით, სწორედ ბრიტნები და ჯასტინები მევასებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ელემენტარულად არ მქონდა როკის მოსმენის საშუალება, მე ვგულისხმობ ნამდვილ როკ მუსიკას, თორემ “Linkin Park-ებით”, “Green Day-ებით” “Tokio Hotel-ებით” თუ ავრილ ლავინებით სავსეა ჩვენი ტელე- თუ რადიოსივრცე... მაგრამ ერთხელ სრულიად შემთხვევით, საშუალება მომეცა "Guns N' Roses-ის" “ნოემბრის წვიმა” მომესმინა, უმაღლეს ხმაზე, და .. იცით რა მოხდა? უცებ გავშეშდი... ამას არ ველოდი... თითქოს მუსიკა ჩემში შემოდიოდა და უსაზღვრო სითბო შემოჰქონდა, და მაშინ მივხვდი! აი, თურმე რა მჭირდებოდა ამდენი ხნის მანძილზე და ვერ ვაცნობიერებდი, იმის შემდეგ აღარასოდეს დავინტერესებულვარ ბრიტნითი თუ Pussy Cat Dolls-ით, რადგან მივხვდი, რომ ამ უკანასკნელნში და ბევრ სხვა მათნაირ მხოლოდ კომერციაზე გათვლილი შემსრულებელში არ დევს ის სული, რაც თუნდაც განსებშია... ან ნირვანაში, ან... ბრაიან ადამსში თუ ბონ ჯოვიში, რადგან ისინი ქმნიან საუკუნის მუსიკას, ეს ჟღერადობა კი POP–სასგან განსხვავებით არასოდეს ქრება უკვალოდ დროთა განმავლობაში - ჩარტებში და რეიტინგები პირველობის მიხედვით...რიანას "Pleese, Don't Stop The Music" ბოლოს ყველას დაავიწყდება, მაშინ როცა ნამდვილი როკ მუსიკის გემოვნებიანი, სასიამოვნო, გულშიჩამწვდომი მელოდიები საუკუნეებს გაჰყვება... “Guns N' Roses”, “Nirvana”, “Aerosmith”, ბონ ჯოვი, ბრაიან ადამსი, “Kill Hannah”, “Pink Floyd”, სტივ ვეი ,"Metallica " “Deep Purple” - მოუსმინეთ მათ და შეიგრძენით რა არის რეალური ბგერა, რომელსაც შენი გათავისუფლება შეუძლია უამრავი ნეგატიურისგან. მე, მაგალითად, საშინელი ნერვოზი მქონდა, სულ ვტიროდი... მაგრამ “განსების”, “ნირვანასა” და სხვათა მუსიკამ მიშველა, ვიცი, ასეა.... ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ აღარ ვიტანჯები... ბევრი ფიქრობს, რომ როკი ნარკოტიკებისაკენ, თვითმკვლელობისაკენ თუ სხვა უარყოფითი საქციელისაკენ გიწვევს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. ის შემსრულებლები, ვინც ამას ქადაგებენ საკუთარ შემოქმედებაში, არიან მხოლოდ სარგებლის - ფულის მიღებაზე გათვლილები კომერციული ინტერესებით გაჯერებულნი, ესაა სიყალბე, და მას არ შეუძლია, ძალა არ აქვს გაგრყვნას, თუ უფლებას არ მისცემ, მით უმეტეს, რომ ფასეულიც არაა... საკმაო ხანია როკს ვუსმენ და ყოველი სიმღერის – "Novemer Rain", "Civil War", "All The Young Dudes", The Tears Of The Dragon", "Breakdown", "sweet child O'Mine", "Smells Like Teen Spirit", "Live N' Let Die", "So Fine", "Paradise City", "The Blues", "Don't Cry", "Knockin' On Heaven's Door", "The Garden", “Race The Dream", "Lips Like Morphine", "Pure Morning" თუ სხვათა მოსმენისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩემი არჩევანი სწორია. ვუსმენ და ეს აღმაფრთოვანებს, ეს კი ის გრძნობაა, რომელიც მთელი ჩემი როკ მუსიკით დაინტერესების მანძილზე არ განელებულა და ვგრძნობ არც არასოდეს განელდება. ეს არ მოხდება იმიტომ, რომ იგი ჩემთვის ღირებულია – შევიგრძნობ, შემიგრძნობს და მაოცებს. ბგერას, აკორდს, ჟღერადობას, ჰანგებს ძალიან ბევრი შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იგი ნამდვილია და გულიდან, სულიდან მოდის და უდიდესი ბედნიერებაა ფლობდე ძალას შეიცნო იგი... ამქვეყნად ძალიან ბევრ რამეს შეუძლია ადამიანს ხელახლა დაბადების სასწაული განაცდევინოს, ეს ძალუძს გაჭირვების დროს მეგობრის მიერ გამოწვდილი დახმარების ხელის სითბოს შეგრძნებას, მოყვარულ ადამიანთა სიკეთის უსაზღვროობას და იგივე შეუძლია მუსიკასაც. სასიამოვნო განცდაა ვარდის ფურცლებივით იშლებოდე ხელახლა სანუკვარი რიტმების ფონზე და გრძნობდე თუ რამდენად უკეთესი ხარ წინანდელთან შედარებით.
ჩვენს დროში ბევრს საუბრობენ, რომ როკ მუსიკა ადამიიანებს სუიციდისკენ, ბოროტებისაკენ მოუწოდებს: “როკ-მუსიკის ზოგიერთი კომპოზიტორი თვითმკვლელობას ქადაგებს. სიმღერაში „Suicide's Alternative“ ნათქვამია: „მე მომბეზრდა სიცოცხლე - ის აუტანელია. მე დათრგუნული ვარ და დავიღალე - არავის ანაღვლებს ეს. მე მეზიზღება საკუთარი თავი - არ მინდა სიცოცხლე. მომბეზრდა სიცოცხლე - დროა სიკვდილისა. თვითმკვლელობა - აი გამოსავალი. შესწირე სიცოცხლე და ჩაიდინე თვითმკვლელობა. სატანის სახელისათვის თუ იზამ ამას იქნები უკვდავი, როგორიც ისაა“. - ესაა ნათქვამი „მძიმე მეტალის“ ჯგუფის მიერ ლუციფერისადმი მიძღვნილ სიმღერაში. ფაქტები გვიჩვენებენ, რომ როკ-მუსიკა სტიმულს აძლევს სქესობრივ გარყვნილებას. ჟურნალ „Aს Nიუს Vელდრეფორტ“-ის მიხედვით 1990 წლის მარტისათვის არსებობდა 13 როკ ჯგუფი, რომლებსაც მამაკაცის სასქესო ორგანოების სახელები ერქვა, ექვსს - ქალთა სასქესო ორგანოებისა, ოთხს - სიტყვა სპერმის სხვადასხვა ვარიანტის სახელი, რვას - აბორტთან დაკავშირებული სახელი, ათ ჯგუფს სხვადასხვა სექსუალური აქტის საპატივცემული სახელი ერქვა, ხოლო რვა თავის დასახელებაში შეიცავდა დედის საგინებელ სიტყვებს. ადვილად წამოსადგენია, როგორი ცვლილებები მოხდებოდა „ამ მიმართულებით“ განვლილი დროის განმავლობაში!”.
მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ ტიპის მუსიკა არაა რეალობა, ის მხოლოდ სკანდალის მოყვარულ მეამბოხეთა მოგონილია. თანაც არც ყველას და ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვაა დასაშვები. როცა ნეგატიურს იხსენებ, იქვე დადებითი მომენტებიც არ უნდა დაგავიწყდეს, რათა დაცული იყოს ბალანსი. გავიხსენოთ სხვა სიმღერათა ტექსტები, რომლებიც ასევე როკის მიმდინარეობას მიეკუთვნებიან: "პატარავ, შენ ხარ ყველაფერი, რაც მე მჭირდება, როცა ჩემს მკლავებში მეგულები მგონია ზეცაში ვართ, სიყვარულია ყველაფერი, რაც მე მჭირდება და ის შენს გულში ვიპოვე..." (ბრაიან ადამსი – "Heaven"); "გმადლობ, რომ გიყვარვარ, რომ ხარ ჩემი თვალები, როცა ვერ ვხედავ, გმადლობ, რომ ხარ ჩემი ტუჩები, როცა ვერ ვსუნთქავ, მე არასოდეს მეგონა, თუ ოცნება გამაჩნდა, სანამ შენ არ შეგიცნობდი მის სახედ, როცა თვალებში გიყურებ, ცა განსხვავებულად ცისფერი ხდება..." (ბონ ჯოვი – "Thank You For Loving Me"); "როცა თვალებში გიყურებ, ვგრძნობ მათში შეკავებულ სიყვარულს, თუ გინდა, რომ გიყვარდე, ძვირფასო, თავს ნუ შეიკავებ, ყველას სჭირდება ვიღაც გვერდით..." (Guns N' Roses – "November Rain"); და როგორ შეიძლება ამ უდიდესი სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ფრაზებმა თვითმკვლელობისაკენ, ნარკოტიკების მოხმარებისაკენ გიბიძგოს ან სხვათა სიკვდილი განატრებინოს? არამც და არამც... ასეთია ჩემი პოზიცია...

ნაცრისფერი სინამდვილე

ვინ ვართ ჩვენ? როგორია ჩვენი ქვეყანა? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემაც ძალიან ძნელია. გახვალ თბილისის ქუჩებში და ირგვლივ ყველაფერი ათასფრად ელვარებს – თვალში გხვდება ჭრელაჭრულა სხლები, ყვითელი ავტობუსები, ფერადი ადამიანები... ყველაფერი ფერადია, კი, ფერადია, მაგრამ მაინც ნაცრისფერი... აქეთ სიმღერის „გამარჯობა, აფხაზეთო შენის“ შემოქმედებს აჯილდოვებენ, იქით ბავშვები მათხოვრობენ, რომელთა შორისაც ნამდვილ გაჭირვებულთა გარდა ბევრია ისეთიც, რომელსაც უბრალოდ „არ უტყდება“ და გამვლელებისაგან ფულს ითხოვს. კარგია სარჩოს იოლი გზით შოვნა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იღებენ კიდეც მას. მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ისეთი ადამიანები, რომეტაც ღირსება ჯერ კიდევ შერჩენიათ საიმისოდ, რომ ვიღაც უცნობის მიერ მიგდებული კაპიკების ხარჯზე ვერ შეძლონ ცხოვრების მოწყობა? რატომ უნდა ხდებოდეს, რომ ვიღაცა არაღირსეულად იღებდეს ჯილდოს მაშინ, როცა ნამდვილი ხელოვანი ელემენტარული სარჩოს გარეშე კვდება? კვდება მშვიდად, მშვიდად, თუმცა მტკივნეულად... მის მიმართ სულ ცოტაოდენი, იოტისოდენა პატივისცემა მაინც რომ გამოეჩინათ, მისი გულისტკივილი ახლოს რომ მიეტენათ, ნუთუ ამით ქვეყანას რამე დააკლდებოდა? ვაი, რომ პირიქით – რა დაკლებაზეა საუბარი, როცა უდიდესი განძი – ქვეყნის გასაჭირით გულანთებული ხელოვანი ადამიანის გონება და გული ქრება? ეს უდიდესი ტრაგედიაა. ხელოვანი უღიმღამოდ უჩინარდება, ვითომც აქ არაფერიაო და ეს საშინელებაა. ილიასი არ იყოს, ხელოვნებას სარკესავით ცხოვრების გადმოცემა უნდა მოვთხოვოთ, ხელოვნების კალამი კი თავისი არსით ჩვენი „სიკარგის“ და „სიცუდის“ დამხატველი უნდა იყოს. და როცა ჩვენივე მიზეზით ვკარგავთ ხელოვან პიროვნებას, ჩვენ და ჩვენი ქვეყანა თანდათან იცლება საღი აზრის მაწარმოებელთაგან, სიკეთის ფრაზების შემქმნელი ადამიანებისაგან. მტკივნეულია... ძალიან... დღეს ერთი დაიკარგება, ხვალ – მეორე, მერე მესამეც გამოჩნდება... ნეტავ როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ ნაცრისფერ ქვეყანაში დიდ პიროვნებათა შავ–თეთრი წასვლა? და, ამავე დროს, უსაზღვროდ მტკივნეულიც? როდემდე უნდა ხდებოდეს დაფრენა ისე, რომ აფრენა ვერ მოასწრო სათანადოდ? თუმცა, როგორ არა! ხელოვანი მოღვაწე თავისთავად უკვე დგას ზეცის უმაღლეს საფეხურზე, ხან „მიწისაა“, ხან – „ცისა“ ეს „გარემოების საყვირი“. უღირსი ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს ხელოვანის სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეს, აქ გულსატკენი ისაა, რომ ეს უკანასკნელი ქართულ დღევანდელობაში შიმშილით კვდება და არავინ ჰყავს გულწრფელი შემწე... სამწუხაროა, რომ ირგვლივ გამეფებული ნაირფერობა მხოლოდ ნიღაბია ჩვენი სინამდვილისა, რომელსაც გარეგნული მოკაზმვა არაფერს უშველის თუ ბუნებით სუფთა არ გახდება... სინამდვილე შავისა და თეთრის კომბინაციაა მხოლოდ... სამწუხაროა ასევე ისიც, რომ დიდებული ადამიანები მართლაც უძეგლოდ იკარგებიან...
2007 წლის 30 ნოემბერი.

რას ნიშნავს ჟურნალისტური სტანდარტები?

ყველა ადამიანის უფლებაა ფლობდეს ოპერატიულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას, ხოლო, თავის მხრივ, ჟურნალისტი ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს აუდიტორიის ინტერესების ადეკვატური მიუკერძოებელი ინფორმაცია. ამ ვალდებულების შესრულებისას კი ყველა ჟურნალისტმა, რომელიც პროფესიონალობაზე დებს თავს, უნდა დაიცვას პროფესიული სტანდარტით დადგენილი წესები და ეთიკური ნორმები. ჟურნალისტიკა განსაკუთრებული სოციალური ინსტიტუტია, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათისაა. იგი ღრმად იჭრება ცხოვრების ყველა სფეროში, ყველა რეალურ პროცესში. დასავლური სტანდარტების მიხედვით გაზეთებს უნდა გააჩნდეთ ისეთი თვისებები, რაც აუცილებელია პროფესიონალური ჟურნალისტური საქმიანობისათვის, რომელიც არსებობს არა კომერციული მიზნებისათვის, არამედ შექმნილია რაიმე მოღვაწეობით დაინტერესებული ადამიანების მიერ. ამაში იგულისხმება მკვეთრად გამოხატული მიმართულება, მასალის მრავალფეროვნება და მისი შემეცნებითი ხასიათი, თანამედროვეობის გრძნობა, კრიტიკის განყოფილების კორექტულობა, მკითხველთან მრავლისმომცველი, საინტერესო ლაპარაკის უნარი. ხოლო თუ მათ ძებნას დავიცყებთ, ვთქვათ, ქართულ პრესაში, არაერთგვაროვან შედეგს მივიღებთ. მაგალითად, გაზეთ “ასავალ-დასავალის” გარეკანზევე მითითებულია, რომ იგი არის “დამოუკიდებელი და ზეპარტიული”, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასში გადმოცემული ცნობები თუ სტატიები მიუკერძოებელი ხასიათისა უნდა იყოს. თუმცა ბევრი მათგანის წაკითხვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი აშკარად ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული პერიოდული გამოცემაა.
მაგალითად ავიღოთ სტატია “უქარქაშო ხმები”, სადაც ჟურნალისტი მოგვითხრობს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. აქ პირდაპირ ჩანს სტატიის ავტორის ანტიპათიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, როცა ამბობს: ““ვარდოსნებს” პირი ნაკერავზეც რომ გაერღვეთ, ცალი თვალი აეხილოთ ან დაბმული ენაც რომ აეხსნათ, ხალხის თვალში გაკეთილშობილებას მაინც ვერ მოახერხებენ”. ამ წერილში გამოხატულია ახლანდელი ხელისუფლების მხოლოდ უკიდურესად უარყოფითი მხარეები. აქ არ არის კრიტიკა, რადგან ეს უკანასკნელი შეფასებას, განხილვას გულისხმობს, მაგრამ, სამაგიეროდ, წარმოგვიდგება ზედმეტად გამუქებული სინამდვილე. ეს კი თავის მხრივ, არის ჟურნალისტიკის მორალური ვალდებულების დარღვევააუდიტორიის წინაშე. ამ სტატიაში გადმოცემული შინაარსი არის არა ფაქტებით დასაბუთებული ჯანსაღი კრიტიკა, არამედ, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებაზე საშინლად გაბრაზებული ადამინის ამონათქვამი. ეს მოვლენა კი ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა, რატომ უნდა იყოს ჟურნალისტურ ნაშრომში გამოყენებული ნიშნისმოგებითი გამონათქვამები არგუმენტირებული ფაქტების ნაცვლად? სტატიის ბუნდოვანება მკითხველს არ აძლევს საშუალებას გამოუმუშავდეს სწორი შეხედულება “ბოროტისა და კეთილის” შესახებ, რაც საერთოდ ჟურნალისტური საქმიანობის მიზანია აუდიტორიის წინაშე. ეს კი უნდა მოხდეს ობიექტური ცნობების გადმოცემის საშუალებით. ამ სტატიაში კი ავტორი თითქოს საზოგადოებისთვის თავისი აზრების მოხვევას ცდილობს, რაც ჟურნალისტური სტანდარტებისათვის შეუფერებელი საქციელია. “ბოროტი და კეთილი” რომ გავარჩიოთ, წარმოდგენილი უნდა იყოს ორივე – დადებითი და უარყოფითი მხარეები ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. სტატიაში კი მხოლოდ ნეგატიურია ნაჩვენები, რაც სრულიად ბუნებრივად ტოვებს შთაბეჭდილებას მიზანის შესახებ – ვიფიქროთ ცუდი მასზე, ვიზეც ჟურნალისტი წერს. ეს კი ჟურნალისტის პროფესიულ მოვალეობას – დაიცვას ჟურნალისტიკის უმნისვნელოვანესი ელემენტი – ობიექტურობა – ღალატობს.
თუ სხვა სტატიებსაც გადავხედავთ, ვნახავთ რომ გაზეთი მხოლოდ ერთ მხარეს იხრება. ჟურნალისტების მიერ სიახლის გადმოცემა ხდება მათი სუბიექტური მოსაზრებების საფუძველზე. აქაც ჩანს სინამდვილის უკიდურესად მუქ ფერებში წარმოჩენა და მეტისმეტად უარყოფითი თვითნებური აქცენტების გაკეთება. აქ ჟურნალისტური სტანდარტები ირღვევა, რადგან ხდება აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა მასალის უპატიოსნოდ მიწოდების გზით. არ შეიძლება ჟურნალისტურ ნაშრომში გამოტოვებული იყოს ბაზისური ფაქტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა საზოგადოების მიერ საკითხის არსში სრულად გარკვევას. ალბათ ასეთი სახის ჟურნალისტური ნაშრომი ვერ შეძლებს დასაბუთებული, მიუკერძოებელი და საინტერესო ინფორმაციის მსურველი აუდიტორიის დაკმაყოფილებას, მით უმეტეს, თუ ეს ხდება ჟურნალისტიკის პროფესიონალური ეთიკის უგულებელყოფით.
მსგავსი სტატიები მრავლადაა გაზეთ “ალიაშიც”. მათში გაუთავებლად იგრძნობა საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობილი მოსაზრებების სუბიექტურობა. ზოგიერთ სტატიას ლიდი საერთოდ არ აქვს და რომელსაც აქვს, უზარმაზარია და თან ისეთი, სადაც მხოლოდ მოწოდებების და პროპაგანდის მსგავსი შინაარსი ჩანს და არც კი ეხება იმ თემას, რაზეც უშუალოდ სტატიაშია ლაპარაკი (“რა დაუჯდა მერიას პრომეთეს დამზადება”– ამ სტატიის “ლიდის” ბოლო აბზაცი სრულიად საკმარისი იქნებოდა დასაბეჭდად).
ამ გაზეთში ჟურნალისტური სტანდარტები ირღვევა იმით, რომ სტატიებში გადმოცემულ ამბებთან დაკავშირებით კომენტარს არ სთხოვენ ორივე მხარეს და მხოლოდ ერთი მათგანის მოსაზრებით შემოიფარგლებიან. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ გამონათქვამზე “ალიამ” კომენტარი სთხოვა ზვიად ძიძიგურს (ოპოზიციის წარმომადგენელი) და ისტორიკოს გუბაზ სანიკიძეს (ისტორიკოსი, მაგრამ მაინც ოპოზიციის წარმომადგენელი), თან ისეთ საკითხზე, რომელზე ყურადღების გამახვილებაც, უბრალოდ, არ შეიძლება, როცა ირგვლივ სხვა უამრავი პრობლემური საკითხია განსახილველი (კერძოდ, ისინი “არჩევდნენ” სააკაშვილმა იცის თუ არა ვახტანგ გორგასალი ნატოში შესვლაზე “ოცნებობდა” თუ არა).
ასევე, გაზეთში მრავლადაა ძნელად გასაგები ჟარგონები, რაც აგრეთვე არ შეესაბამება ჟურნალისტურ სტანდარტებს. მკითხველისთვის ძნელია ინფორმაციის აღქმა, თუ იგი მის არსს, უბრალოდ, ვერ გაიგებს ენის სირთულის გამო.
ცალკე თემაა მასალებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა “ამბობენ”, “კულუარებში ირკვევა” და ა.შ. არ შეიძლება ჟურნალისტმა თავისუფლად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნოს წერილი, თუ საერთოდ არ იცის ვინ არის ინფორმაციის კონკრეტული წყარო, რადგან ამ უკანასკნელს შეუძლია შეგნებულად და ბოროტი განზრახვით შეცდომაში შეიყვანოს მასმედიის წარმომადგენელი, ამიტომ ჟურნალისტი კრიტიკულად უნდა ეკიდებოდეს მას. აქ კი წყარო საერთოდ არ ჩანს. გასაგებია, თუ ეს იმიტომ ხდება, რომ წყაროს არ სურს გამჟღავნება, მაგრამ თუ ეს ასეა, ჟურნალისტი ვალდებულია მიუთითოს ამის შესახებ. არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს არ აკმაყოფილებს ასევე იმ ელემენტის დარღვევა, რასაც დროული შეტყობინება ჰქვია. ბევრ ქართულ ჟურნალში იგი უგულებელყოფილია (სარკე, რეიტინგი...). მათში სეიძლება ზუსტად ერთნაირი სტატიების ნახვა, რომლებიც გადმოთარგმნილია უცხოურიდან და, რაც ყველაზე ცუდია, ისინი ძალიან ხშირად დაგვიანებით და თან არასწორადაა მოწოდებული. ზოგიერთ ჟურნალსი თუ გაზეთში ისეთი სტატია აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც ერთი წლის წინ სხვაში უკვე იყო გამოქვეყნებული(!). ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ქართული ბეჭდური მედია უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის საქმიანობას. ამ ტიპის ბეჭდურ საშუალებებს ყვითელ პრესად თვლიან, თუმცა მათ ქართულ ვარიანტში არ არის ნამდვილი ”Pენნყ Pრესს”- სთვის დამახასიათებელი არც სკანდალურობა, არც – სენსაციურობა.
რაც შეეხება “ხარისხობრივ ჟურნალისტიკას”, ასეთად ალბათ შეიძლება დასახელდეს “24 საათი”, რადგან მასში ნაკლებადაა სკანდალურ თუ სენსაციის მოხდენის მიზნით შეუმოწმებელი ამბების პუბლიკაცია, პირად ცხოვრებაში ჩარევა, ეთიკური ნორმების დარღვევა და უგემოვნო რეკლამა. თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი ალბათ მაინც შედარებითია და მხოლოდ საქართველოს ფარგლებს მოიცავს.
ყველა პროფესიონალი ჟურნალისტი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს თავისი საქმე და მოვალეობა. მაგალითად, ცნობილი გერმანელი ჟურნალისტს გიუნთერ ვარლაფს დევნიდნენ, თავს ესხმოდნენ, ლანძღავდნენ და ავიწროებდნენ, მაგრამ მას საქმისადმი თავდადება აიძულებდა სწორ გზას გაჰყოლოდა. ქართველ ჟურნალისტებში კი ეს თვისებები ნაკლებადაა და ალბათ ამიტომაცაა აქაური პრესა ასეთი ცალმხრივი და მწირი.
Yველა ჟურნალისტი ვალდებულია გაავრცელოს დროული და ობიექტური ინფორმაცია, რადგან ხალხს უფლება აქვს ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის მეშვეობით იღებდნენ სინამდვილის ობიექტურ სურათს, გამოხატავდნენ საკუთარ აზრს მისი საშუალებით, როგორც ურთიერთკავშირისა და კულტურული გაცვლის საშუალებას.

პოლიტიკური საკითხების გაშუქება გაზეთ “ასავალ დასავალში”

ყველა ადამიანის უფლებაა ფლობდეს ოპერატიულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას, ხოლო, თავის მხრივ, ჟურნალისტი ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს აუდიტორიის ინტერესების შესაბამისი მიუკერძოებელი შეტყობინება. ამ ვალდებულების შესრულებისას კი ყველა ჟურნალისტმა, რომელიც პროფესიონალობაზე დებს თავს, უნდა დაიცვას პროფესიული სტანდარტით დადგენილი წესები და ეთიკური ნორმები. ჟურნალისტიკა განსაკუთრებული სოციალური ინსტიტუტია, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათისაა. იგი ღრმად იჭრება ცხოვრების ყველა სფეროში, ყველა რეალურ პროცესში. დასავლური სტანდარტების მიხედვით, გაზეთებს უნდა გააჩნდეთ ისეთი თვისებები, რაც აუცილებელია პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვისათვის, რომელიც არსებობს არა კომერციული მიზნებისათვის, არამედ შექმნილია რაიმე მოღვაწეობით დაინტერესებული ადამიანების მიერ. ამაში იგულისხმება მკვეთრად გამოხატული მიმართულება, მასალის მრავალფეროვნება და მისი შემეცნებითი ხასიათი, თანამედროვეობის გრძნობა, კრიტიკის განყოფილების კორექტულობა, მკითხველთან მრავლისმომცველი, ცოცხალი, საინტერესო ლაპარაკის უნარი. ხოლო თუ მათ ძებნას დავიწყებთ, მაგალითად, ქართულ პრესაში, არაერთგვაროვან შედეგს მივიღებთ. მაგალითად, გაზეთ “ასავალ დასავალის” გარეკანზევე მითითებულია, რომ იგი არის “დამოუკიდებელი და ზეპარტიული გაზეთი”, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში გამოქვეყნებული ცნობები თუ სტატიები მიუკერძოებელი ხასიათისა უნდა იყოს.
ეს გაზეთი თითქმის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ხასიათისაა და მასში განხილული ერთადერთი თემა პოლიტიკაა. მართალია, “ასავალ დასავლში” გვხვდება ისეთი დასახელების რუბრიკები, როგორიცაა “კინოს მოყვარულთათვის”, “თეატრები”, “გამოფენები”, “მისტიკა”, მაგრამ ისინი მხოლოდ ცალკეულ ნომრებშია აქა-იქ გაბნეული და თანაც მათი რაოდენობა ზღვა პოლიტიკურ მასალასთან შედარებით იმდენად მცირეა, რომ საერთოდ გაუგებარია, მკვეთრად გამოხატული მიმართულების (პოლიტიკის სფერო) მქონე გაზეთში ამ ტიპის მასალებს რაღა უნდათ. ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, ახალი ამბები ყოველმხრივი და პროპორციული უნდა იყოს, რაც შეეხება “ასავალ დასავლის” პოლიტიკურ თემატიკას, მათი წაკითხვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი აშკარად ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული პერიოდული გამოცემაა. ახალი ამბების გადმოცემისას ბევრი ნიუანსი უნდა იყოს გათვალისწინებული: კარგი სათაური, იდეალური ლიდი, სტატიაში მინიმუმ სამი წყაროს დამოწმება (დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები და ნეიტრალური ექსპერტი), დაზუსტებული და გადამოწმებული ფაქტები, მეტად მნიშვნელოვანია შეტყობინების სიახლე და ოპერატიულობა, თუმცა თუ პუბლიცისტური მასალაა გამოქვეყნებული, იგი ახლებური კონტექსტით უნდა იქნეს წარმოჩენილი.
“ასავალ დასავალის” 25 თებერვალი – 2 მარტის ნომრის სტატიაში “გუშინ ზვიადი დაკრძალეს! ხვალ ბადრის დაკრძალავენ!” გამოყენებულია წარსულში მომხდარი ფაქტი, მაგრამ იგი არ არის ახლებური კუთხით გააზრებული. მასში გადმოცემულია მშრალი ფაქტები, რომ გარდაიცვალნენ ზვიად გამსახურდია და ბადრი პატარკაციშვილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტის მოსაზრებებს მოიცავს (სტატია არ აწერია, რომ იგი არის “ედითორიალი”). ეს სტატია სიახლის მოყვარული აუდიტორიისთვის არ იქნებოდა საინტერესო მისი პათეტიკური, დაუბალანსებელი ბუნების გამო. ჟურნალისტურ სტანდარტებთან შეუთავსებელია თუნდაც ერთი წყაროს არარსებობაც კი. ასეთი ნაშრომი კი თავისთავად ვერ იქნება ცოდნისა და ორიენტაციის მიმცემი საზოგადოებისათვის.
“ასავალ დასავალს” არ გააჩნია კონკრეტული რუბრიკები, რომლებიც მის ყოველ ნომერში იქნება მრავალმხრივად წარმოდგენილი. თითოეულ ნომერში იკვეთება რუბრიკების სრულიად განსხვავებული სათაურები. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა არის ერთადერთი რუბრიკა, რომელსაც მოცემული აქვს ხოლმე “ქვერუბრიკები”: “ხელისუფლების გასაგონად”, “ბიოენერგოკორექტორის თვალსაზრისი”, “გატაცებით გატაცებულები”, “ისევ გამოაჩინეს”, “ერთხელ, ზაპოროჟიეში”, “мышь-ამ თხარა, თხარაო...”, “რა უთქვამს, რა მოუჩმახავს!”, “თქვენ – ზამთრის ოლიმპიადა, ჩვენ – აფხაზეთი...” და მრავალი სხვა, რომელიც არის მეტად ბუნდოვანი და გაურკვეველი შინაარსის. საბოლოოდ, მათ ყველას პოლიტიკურ გარჩევებამდე მივყავართ (ძნელი სათქმელია, რამდენად ობიექტურად). 10 – 16 მარტის ნომერში ელიზბარ ჯაველიძესთან ინტერვიუში წინ წამძღვარებულ ლიდში ჩანს ავტორის მკვეთრად გამოხატული მოსაზრება და საკუთარი ვარაუდების გამოთქმა. ჟურნალისტის მიერ ელიზბარ ჯაველიძე დახასიათებულია, როგორც სამართლიანობითა და პრინციპულობით ცნობილი პიროვნება (ცნობილია ვისთვის?), მაგრამ, ნუთუ მისი ეს თვისებები საკმარისია მასალის ცალმხრივობის გასამართლებლად? ამ ჟურნალისტურ ნაშრომში ის ნაწილები, სადაც ჯაველიძის მიერ გამოთქმულია ხელისუფლების საწინააღმდეგო მოსაზრებები, საგანგებოდ არის გამუქებული (თუმცა, ყურადღების გამახვილების ეს ხერხი საერთოდ მთელი ამ გაზეთის სტილია). ამით ჩანს მუქ ფერებში წარმოჩენილი სინამდვილე და მეტისმეტად უარყოფითი თვითნებური აქცენტების გაკეთება (“მიხეილ სააკაშვილს არ სურს აფხაზეთის დაბრუნება!”, “სააკაშვილი კვლავ იტყუებოდა!”, “მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები კიდევ ორმოცდაათი წლით აპირებენ ქვეყნის მართვას!”, “საქართველოს ვეღარ გადავარჩენთ!”). ამ მასალაში აღწერილი ცნობები საზოგადოებისათვის არის უპატიოსნოდ მიწოდებული, რადგან ჟურნალისტი არ სთხოვს რესპონდენტს ამ უკანასკნელის მიერ ნათქვამი ფაქტების რაიმე საბუთით დადასტურებას და გაზეთში არც რაიმე სხვა მასალა ჩანს საწინააღმდეგო მხარის პოზიციის შესახებ.
“ასავალ დასავალის” 17 – 23 მარტის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში “ესვრის თუ არა ირანი საქართველოს ბალისტიკურ რაკეტას” ლიდი არ აკმაყოფილებს 5ჭ და H-ის სტანდარტებს (ასეთი რამ უცხო არ არის სხვა სტატიებისთვისაც), თვით სტატიაში კი ასეთი რამ გვხვდება: დასმულია კითხვა, რომლითაც “ალბათ მკითხველი დაინტერესდა”, შემდეგ კი წერია - “გიპასუხებთ” (ჟურნალისტის მხრიდან) და მთელი მასალა ავტორის პოზიციებზეა აგებული (“ამერიკელების იმედი ჩვენს მტერს ჰქონდეს”, “გამოდის, ისევ უფლის იმედად ვრჩებით!!!”, “იქნებ ბუშის ადმინისტრაციას ახლა მაინც ეყოს ჭკუა და სანავთობო ვნებეს არ გადააყოლოს ქვეყნიერება!”). შეტყობინების ასე გადმოცემა არათუ ხელს უწყობს მკითხველის მიერ ინფორმაციის ადეკვატურ აღქმას, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც ამ მოვლენის განხორციელებას.
ზოგადად, ჟურნალისტური საქმიანობა გულისხმობს საზოგადოებაში არა ვიწრო პარტიულ, არა ვიწრო პროფესიულ საკითხთა გავრცელება-დაბეჭდვას, არამედ საზოგადოებრივი აზრის ორიენტირებას საყოველთაოდ აღიარებულ მორალურ და კულტურულ ფასეულობებზე. “ასავალ დასავალის” 24 – 30 მარტის ნომრის სტატიაში “ტეფტონიკური რყევები” ამ ფუნქციის შესრულება ნამდვილად არ ჩანს. მასში მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია, როგორც “ბუშის პროექტი”, სტატიის ავტორი ჟურნალისტი ამბობს, რომ “აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ხელისუფლების მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს”. ჟურნალისტი ხშირად იყენებს სიტყვებს: ალბათ; ჩანს; თუმცა არ აღწერს კონკრეტულ ფაქტებს, საიდან გამომდინარეც გამოაქვს დასკვნები (ან საერთოდ არის კი უფლებამოსილი გამოჰქონდეს?).
ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაუცველობაა “ასავალ დასავალის” 7 – 13 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში “საქართველო პირში MAPგამოვლებული დატოვეს, ანუ სააკაშვილის გამო უკრაინაც დაისაჯა”. ამ ჟურნალისტურ ნაშრომში წერია, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ დახვრიტა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, გურამ შარაძე და ბევრი სხვა უდანაშაულო ადამიანი”, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის 5 იანვარს ხალხის არჩევანი ფეხებზე დაიკიდა და საპრეზიდენტო არჩევნები თავხედურად გააყალბა”. ასე არ ისაუბრებდა ჟურნალისტი, რომელიც ფაქტების შეფასებების გარეშე მიწოდებაზე უნდა ზრუნავდეს, რათა შემდეგ საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს რა არის სიმართლე. ამ სტატიაში თითქმის დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე, რადგან არავის დაუმტკიცებია ზემოთ დასახელებული ბრალდებების სისწორე კანონიერად. პოლიტიკური მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტიკა უნდა ეხმარებოდეს საზოგადოებას მიმდინარე პროცესებში გარკვევა-გაცნობიერებაში, მისი ავ-კარგის გარკვევაში, ზემოთხსენებულ სტატიაში კი ხდება აუდიტორიის დაბნევა. ჭორებისა და სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნება და პირადი სიმპათიების ჩვენება პუბლიკაციებში კი ჟურნალისტური მცნებების დარღვევაა. ამან შეუძლებელია საზოგადოებას სიკეთე მოუტანოს. სტატიაში არ ჩანს არც ერთი მხარის წარმომადგენელი წყაროს მოსაზრება და არც კომპეტენტური, ნეიტრალური ექსპერტის პოზიცია. ჟურნალისტის ვარაუდებით შექმნილი სტატია არაკომპეტენტურია, არაკომპეტენტურობა კი მკითხველის ადობას ანგრევს. აქ ჩანს აგიტაცია და პროპაგანდა ჟურნალისტის მხრიდან (“ტყუილებითა და ერის გაბითურებით MAP-ს კი არა, მხოლოდ ისტორიის სანაგვეს გამოჰკრავთ ხელს, პატივცემულებო!”, “ბოღმა ნუ დაგახრჩობთ და დაგაბრმავებთ, სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით და დუნიის სასაცილოდ ნუ გაიხდით თავს!”, “სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი იმდენად დისკრედიტირებულია მსოფლიოს თვალში, რომ მიშასთან ძმაკაცობა ხეირს არავის დააყრის!”, “ხელისუფლებას საქართველოს ბედი სულაც არ ანაღვლებს” და მრავალი სხვა.).
“ასავალ დასავლში” გამოქვეყნებული პოლიტიკური ხასიათის მასალების გაცნობა მოწმობს, რომ იგი სულაც არაა “ზეპარტიული და დამოუკიდებელი”, რასაც გაზეთი იჩემებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასში გადმოცემული სტატიები არ იქნებოდა აშკარად ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული, ასეთი დაუბალანსებელი და მუდამ ავტორი ჟურნალისტის აზრებზე (ვინ გადაწყვიტა, რომ იგი სანდო ექსპერტი და წყაროა?) დამყარებული.