ინტერნეტი არის კომპიუტერული ქსელების გლობალური ბადე. უფრო ტექნიკური ტერმინებით, ეს ნიშნავს, რომ ორი ან მეტი ქსელისგან შემდგარი ჯგუფი შეერთებულია ელექტრონულად, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება.
ინტერნეტი არაერთგვაროვანი ქსელია. იგი აერთიანებს სხვადასხვა ტიპის კომპიუტერულ სისტემებს. ამ სხვადასხვა სისტემათა ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სპეციალური ტექნოლოგია. ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის ყველა ქსელი და მათში ჩართული ყველა კომპიუტერი რაღაც ერთი და იგივე წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აუცილებელია ერთიანი საურთიერთობო ენა, რომლის მოვალეობასაც ასრულებს ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლი. პროტოკოლი არის წინასწარ შეთანხმებული წესების ნაკრები, რომელსაც იყენებენ კომპიუტერები ურთიერთქმედებისათვის. სწორედ პროტოკოლი განაპირობებს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი ორი კომპიუტერის ურთიერთობის შესაძლებლობას. კავშირის დამყარებისა და შეტყობინებათა ურთიერთგაცვლისათვის ძირითადად ორი პროტოკოლი გამოიყენება: TCP (Transmission Control Protocol - გადაცემათა მართვის პროტოკოლი) და IP (Internet Protocol - ინტერნეტის პროტოკოლი). იმის გამო, რომ ორივე მათგანი აუცილებელია ინტერნეტში მუშაობისათვის, მათ წყვილად მოიხსენიებენ (TCP/IP).
ინფორმაციის ძიებისას ინტერნეტში, ჩვეულებისამებრ, სარგებლობენ სპეციალური ინსტრუმენტებითა და საშუალებებით:
1 საძიებო მანქანებით (search engines);
2 ინდექსირებული კატალოგებით (directories);
3 მეტასაძიებო სისტემებით;
4 მოცემულ თემაზე მიმთითებელთა ჩამონათვლებით;
ინფორმაციის ძიებისას ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ ორსაფეხურიანი სქემით. პირველად მიმართავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სპეციალიზირებულ მონაცემთა ბაზებს, ხშირად დასმული შეკითხვების კრებულებს, კონფერენციებსა თუ კონკრეტულ ადამიანებს, რათა საძიებო საგანზე მიიღონ გარკვეული წინასწარი ცნობები. ამის შემდეგ შეიძლება სპეციფიკური მოთხოვნის ჩამოყალიბება მძლავრი საძიებო სისტემის მიმართ. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს იპოვონ არა მხოლოდ თემასთან მიახლოებული დოკუმენტები, არამედ განსაზღვრონ საძიებელი ობიექტის ადგილი არსებულ საერთო იერარქიაში. Yahoo, Google, Rambler, msn, Crawler, altavista, excite და სხვა მრავალი თავისებური სახის საძიებო–საცნობარო სისტემა უზარმაზარი რაოდენობის და თემატიკის ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს.
ინტერნეტი თავისი როლის ფორმირების პროცესში ისე განვითარდა და გაძლიერდა, რომ თავისი უსაზღვრო პოტენციალის წყალობით დიდად გადაუსწრო ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალებებს. ინტერნეტი მის სამყაროში შესვლისა და კომუნიკაციის ურთიერთგაცვლის შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პიროვნებას, საკმარისია მას უბრალოდ ხელი მიუწვდებოდეს კომპიუტერსა და მოდემზე. ამ კომუნიკაციებს შეიძლება ადგილი ჰქონდეთ თითქმის წამიერად, და შეიძლება უშუალოდ მიემართოს ყველას და ნებისმიერს – ერთ კონკრეტულ ინდივიდს, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფსა თუ მთელ მსოფლიოს. ინტერნეტი აადვილებს ორმხრივ კომუნიკაციას, ანუ ავითარებს უკუკავშირს, სადაც მომხმარებლები არიან როგორც მოსაუბრეები, ისე მსმენელები.
ინტერნეტის ხელშია უზარმაზარი უპირატესობა - დროსა და სივრცეში ინფორმაციის ტევადობის განუსაზღვრელი უნარი, განსაკუთრებული ოპერატიულობა, რითაც იგი ტოლს არ უდებს ტელერადიომაუწყებლობას და, რაც მთავარია, ისეთი განუსაზღვრელი თავისუფლებაც, როგორიც, კაცობრიობის ისტორიაში, მასობრივი ინფორმაციის არც ერთ საშუალებას არ ჰქონია.
ინტერნეტი იყო პირველი, ვინც გახდა წამყვანი, გასაღები ინსტრუმენტი გამოხატვის თავისუფლების კანონის განსახორციელებლად და დასაცავად. ის აერთიანებს ერთ საშუალებაში როგორც ინფორმაციის მიღების უფლებას, ისე გამოხატვის უფლებასაც და ავრცელებს ინფორმაციას, იდეებსა და შეხედულებებს წერილობითი, აუდიო თუ ვიდეო ფორმით.
დღეს ყველას, ვისაც უნდა და ვისაც შეხება აქვს კომპიუტერთან და ინტერნეტთან, შეუძლია მის სივრცეში საკუთარი ვებ–გვერდი ჰქონდეს. ეს, თავისთავად ხელს უწყობს ადამიანის თვითდამკვიდრებას, მაგრამ, ამავე დროს, მას დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.
ორგანიზაციებს, რომელთა ფუნქციაც შემოიფარგლება გარკვეულ განცხადებებთან მიმართებაში ინტერნეტთან ტექნიკური კავშირით, ინტერნეტში ინფორმაციის გადატანითა და ვებ-გვერდის ან მისი ნაწილის შევსებით, ცალკეული განცხადებებისთვის არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ეს ორგანიზაციები - ინტერნეტ-სერვის-პროვაიდერები მთელ რიგ ასპექტებში განსხვავდებიან გამომცემლებისგან. კერძოდ, არა აქვთ პირდაპირი და უშუალო კავშირი იმ განცხადებებთან, რომელთა გავრცელებასაც უწყობენ ხელს. აქედან გამომდინარე, ამ ორგანიზაციებისგან არ არის მოსალოდნელი, დაიცვან განცხადებების სისწორე იქ, სადაც პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი არსებობს. თუ მათ პასუხისმგებლობას გამომცემლების პასუხისმგებლობასთან გავათანაბრებთ, მათ მოუწევდათ გასაჩივრებული განცხადების დაუყოვნებლივ მოხსნა ინტერნეტიდან, მიუხედავად გასაჩივრების ლეგიტიმურობისა. ზოგიერთ ქვეყანაში ინტერნეტ-სერვის-პროვაიდერები მთლიანად არიან გათავისუფლებული პასუხისმგებლობისაგან ცილსიმწამებლური განცხადებებისათვის, რათა აღკვეთილი იქნას ინტერნეტზე ცენზურის განხორციელება ზემოთაღნიშნული ხერხით.
მაუწყებლობის და ინტერნეტის რეგულირებას შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი იყენებს სახელმწიფოს შეზღუდულ რესურსს - ელექტრომაგნიტურ სპექტრს, შესაბამისად ლეგიტიმურია საჯარო ინტერესების დასაცავად სახელმწიფოს მიერ ლიცენზიის მოთხოვნა. რაც შეეხება ვებსაიტის შექმნას, იგი ნებისმიერს შეუძლია, შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საჭიროება ან დასაბუთება ელექტრონული პუბლიკაციების კონტროლისათვის. სანამ ექსპერტები ეთანხმებიან იმას, რომ კიბერ–საზოგადოების გაუმჯობესება და კიდევ უფრო სრულყოფაა საჭირო, შეუთანხმებლობაა იმასთან დაკავშირებით, პრობლემის გადაწყვეტა უფრო მეტად მთავრობის რეგულაციაა თუ კერძო სექტორის ინოვაცია. მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი და კიბერ–სივრცის უსაფრთხოების ექპერტი დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორმა ვერ მოახერხა კიბერ უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა და რომ რეგულირება საჭიროა. მეორეს მხრივ, ბევრ კერძო სექტორის ხელმძღვანელს მიჩნია და სჯერა, რომ უფრო მეტი რეგულირება შეზღდავს მათ შესაძლებლობებს გააუმჯობესონ ინტერნეტ სამყაროს უსაფრთხოება. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო ტექნოლოგიათა ასოციაციის ხელმძღვანელი, ჰარის მილერი, თვლის, რომ რეგულირება აკავებს და აფერხებს სიახლის წარმოქმნის პროცესს. კერძო სექტორმა უნდა შეინარჩუნოს ინოვაციის შემომტანის სტატუსი და მოახდინოს ადაპტირება, შეგუება ახალ საიერიშო მეთოდების შემოღებასთან ინტერნეტში. ერთ–ერთ– მიზეზი, რის გამოც ბევრი კერძო სექტორის წარმომადგენელი ეწინააღმდეგება რეგულირებას, არის ის, რომ ეს არის ძალიან ძვირი სიამოვნება. ფირმები გამოთქვამენ მწუხარებას რეგულირების მიმართ, რომელიც ამცირებს მოგებას, რამდენადაც ის წარმოადგენს ისეთ რეგულირებას, რომელიც ზღუდავს მათ მოქნილობას შესაბამისად ეფექტურად გადაჭრან კიბერ უსაფრთხოების პრობლემა. ინტერნეტ სივრცეში მეტად ადვილი შესაძლებელი და დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება, რამდენადაც ყველას შეუძლა შექმნას საკუთარი ვებ–გვერდი, სადაც განათავსებს იმ ტიპის, ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც უნდა, როგორც უნდა და რამდენიც უნდა. ამგვარად, იგი ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი სოციალური სტრუქტურა, რომელსაც საკუთარი კონკრეტული მიზნები ამოძრავებს. ეს გარემოება კი მას გასაქანს აძლევს გამოიყენოს ინტერნეტის სპეციფიკური საშუალებები. ინტერნეტის შემოქმედებით საქმიანობაში იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მისი ენობრივი შესაძლებლობები. დღესდღეობით არსებული გამომსახველობითიო სისტემა, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ საწყისი ეტაპია მისი ევოლუციის გზაზე. ასეთი ტიპის ვებ–გვერდებს შეუძლიათ ინდივიდებზე, მომხმარებლებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის მოხდენა, რაც დამოკიდებულია მათ სოციალურ, კულტურულ თუ ზნეობრივ ორიენტაციაზე. მაგრამ, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მოახერხებენ თუ არა ისინი კიბერ სივრცის უსაზღვრო და უსასრულო სამყაროში გზის გაკვლევას. ალბათ, უფრო დიდი შანსია, რომ მათი უმრავლესობა მხოლოდ ძალზე ვიწრო წრისთვის გახდება ცნობილი, რადგან ისინი ვერ მოახერხებენ მსხვილ საძიებო სისტემებში მასობრივ ჩართვას. ეს, ერთის მხრივ, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო, მეორეს მხრივ კი, აუცილებელი გახდება მასობრივი აუდიტორიის ფართო ფენების ნდობის მოპოვება, რაც არც ისე ადვილი მოსახერხებელია, პირიქით, ძნელად გადასაჭრელი პრობლემაც კია. გარდა ამისა, ამის მოსახერხებლად აუცილებელია საიტებზე განთავსებულ შეტყობინებათა შინაარსის მნიშვნელობის გათვალისწინებაც, რასაც სერიოზული, ზუსტი, დაუმახინჯებელი და საინტერესო ინფორმაციის მსურველი ადამიანები უდიდეს ყურადღებას აქცევენ. არ უნდა დავივიწყოთ ასევე სტრუქტურაც, რომლის მიხედვითაც ელექტრონულ გვერდზე განლაგებულია ინფორმაცია, რაც უნდა იყოს მაქსიმალურად ადვილი კონკრეტულ საიტზე გზის გასაგნებად. თუმცა, მიუხედავად ამისა, პერსონალური ელექტრონული გამოცემების მომავალში არსებობა და მსოფლიო საინფორმაციო ბადეში მათი კიდევ უფრო ფეხის მოკიდება ეჭვს არ იწვევს და ისიც ნათელია, რომ რაც უფრო მეტი ასეთი პერსპონალური ინფორმაცია გავრცელდება ინტერნეტში, მით უფრო გაიზრდება ლოკალური ელექტრონული მასმედიის მნიშვნელობა.
ციფრულ ტექნოლოგიას სხვანაირად თავისუფლების ტექნოლოგიაც შეიძლება ვუწოდოთ. ამიტომ , უნდა ღინიშნოს, რომ ყველა ტიპის მასალა, რომელიც ინტერნეტ სივრცეშია განთავსებილი, იქნება ეს სხვადასხვა სახის ელექტრონული წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, თუ პერსონალურ ვებ–გვერდებზე განთავსებული ნებისმიერი შეტყობინება, ინტერნეტ–ფორუმებზე დაფიქსირებული მოსაზრებები, ჩეთებში ნათქვამი ფრაზები თუ სხვა, კიბერ-სივრცეში უსაზღვრო და შეუძღუდავი თავისუფელბის მაუწყებელია.
შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტ სამყაროს ფუნქციონირება დროში განვითარებადი დაუბოლოებელი პროცესია. ისმება კითხვა, არის თუ არა იგი კიბერ მოქალაქეთა სამყარო, რომლის მიმდინარეობის რაიმე გზით ჩაშლის და ვინმეს მიერ რეგულირების მცდელობა გაუმართლებელია? არის ისეთი მოსაზრებებიც, რომ ინტერნეტულ გამოცემათა ქსელი ხელს უშლის მოქალაქეობრივი თვისებების განვითარებას, იწვევს თვითიზოლაციას, კარჩაკეტილობას და აღვირახსნილობას. ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ დამალონ თავიანთი რეალური სახე, ინტერნეტ სივრცე არის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ისინი იმაყოფილებენ ნებისმიერ სურვილს ვინაობის გამოუმჟღავნებლად.
თუ მთავრობა დაბლოკავს საიტებს და დააპატიმრებს ბლოგერებს, ეს იქნება ინტერნეტის ფუნქციონირების შეკავება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების გამოფიტვას ონლაინ სივრცეში.
არავისთვისაა უცხო ფაქტი, რომ დღესდღეობით ინტერნეტის განზომილებაში მრავლად მოიპოვება ბავშვებისათვის, არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი შინაარსის მქონე ვებ–გვერდები. მათი გავრცელების შეზღუდვა ბავშვებში გარკვეულწილად თითქოს რეგულირდება იმით, რომ ზოგიერთ საიტს შესასვლელ გვერდებზე აქვს წარწერა: „არ შეხვიდეთ თუ 18 წლამდე ხართ“. თუმცა ამ სახით არასრულწლოვანთა შეჩერება ალბათ არარეალურია, რადგან ეს შეზღუდვა მათ კიდევ უფრო მიიზიდავს. ასეთ შემთხვევაში ალბათ პროცესის დარეგულირება მხოლოდ მშობლების მიერ სათანადო ყურადღების გამოჩენითა და ძალისხმევითაა შესაძლებელი, რომლებმაც არ უნდა მისცენ შვილებს უფლება ნახონ მათი ასაკისათვის შეუფერებელი მასალა.

No comments:
Post a Comment