ვუსმენ როკ მუსიკას, ჰარდ როკს, ალტერნატივას, ჰევი მეტალს... რატომ ვუსმენ ამ მუსიკას??? იმიტომ, რომ ეს მომწონს და მიყვარს... ვფიქრობ, რომ სხვა მასკულტურული მუსიკალური ჟანრებისგან განსხვავებით მასში აზრია ჩადებული, მოუსმინეთ ჯერ ბრიტნი სპირსს და შემდეგ Guns N' Roses-ს, თუ მუსიკალური ხელოვნების რამე გაგეგება, განსხვავებას მყისვე იგრძნობ... ადრე საერთოდ არ ვუსმენდი როკს, პირიქით, სწორედ ბრიტნები და ჯასტინები მევასებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ელემენტარულად არ მქონდა როკის მოსმენის საშუალება, მე ვგულისხმობ ნამდვილ როკ მუსიკას, თორემ “Linkin Park-ებით”, “Green Day-ებით” “Tokio Hotel-ებით” თუ ავრილ ლავინებით სავსეა ჩვენი ტელე- თუ რადიოსივრცე... მაგრამ ერთხელ სრულიად შემთხვევით, საშუალება მომეცა "Guns N' Roses-ის" “ნოემბრის წვიმა” მომესმინა, უმაღლეს ხმაზე, და .. იცით რა მოხდა? უცებ გავშეშდი... ამას არ ველოდი... თითქოს მუსიკა ჩემში შემოდიოდა და უსაზღვრო სითბო შემოჰქონდა, და მაშინ მივხვდი! აი, თურმე რა მჭირდებოდა ამდენი ხნის მანძილზე და ვერ ვაცნობიერებდი, იმის შემდეგ აღარასოდეს დავინტერესებულვარ ბრიტნითი თუ Pussy Cat Dolls-ით, რადგან მივხვდი, რომ ამ უკანასკნელნში და ბევრ სხვა მათნაირ მხოლოდ კომერციაზე გათვლილი შემსრულებელში არ დევს ის სული, რაც თუნდაც განსებშია... ან ნირვანაში, ან... ბრაიან ადამსში თუ ბონ ჯოვიში, რადგან ისინი ქმნიან საუკუნის მუსიკას, ეს ჟღერადობა კი POP–სასგან განსხვავებით არასოდეს ქრება უკვალოდ დროთა განმავლობაში - ჩარტებში და რეიტინგები პირველობის მიხედვით...რიანას "Pleese, Don't Stop The Music" ბოლოს ყველას დაავიწყდება, მაშინ როცა ნამდვილი როკ მუსიკის გემოვნებიანი, სასიამოვნო, გულშიჩამწვდომი მელოდიები საუკუნეებს გაჰყვება... “Guns N' Roses”, “Nirvana”, “Aerosmith”, ბონ ჯოვი, ბრაიან ადამსი, “Kill Hannah”, “Pink Floyd”, სტივ ვეი ,"Metallica " “Deep Purple” - მოუსმინეთ მათ და შეიგრძენით რა არის რეალური ბგერა, რომელსაც შენი გათავისუფლება შეუძლია უამრავი ნეგატიურისგან. მე, მაგალითად, საშინელი ნერვოზი მქონდა, სულ ვტიროდი... მაგრამ “განსების”, “ნირვანასა” და სხვათა მუსიკამ მიშველა, ვიცი, ასეა.... ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ აღარ ვიტანჯები... ბევრი ფიქრობს, რომ როკი ნარკოტიკებისაკენ, თვითმკვლელობისაკენ თუ სხვა უარყოფითი საქციელისაკენ გიწვევს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. ის შემსრულებლები, ვინც ამას ქადაგებენ საკუთარ შემოქმედებაში, არიან მხოლოდ სარგებლის - ფულის მიღებაზე გათვლილები კომერციული ინტერესებით გაჯერებულნი, ესაა სიყალბე, და მას არ შეუძლია, ძალა არ აქვს გაგრყვნას, თუ უფლებას არ მისცემ, მით უმეტეს, რომ ფასეულიც არაა... საკმაო ხანია როკს ვუსმენ და ყოველი სიმღერის – "Novemer Rain", "Civil War", "All The Young Dudes", The Tears Of The Dragon", "Breakdown", "sweet child O'Mine", "Smells Like Teen Spirit", "Live N' Let Die", "So Fine", "Paradise City", "The Blues", "Don't Cry", "Knockin' On Heaven's Door", "The Garden", “Race The Dream", "Lips Like Morphine", "Pure Morning" თუ სხვათა მოსმენისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩემი არჩევანი სწორია. ვუსმენ და ეს აღმაფრთოვანებს, ეს კი ის გრძნობაა, რომელიც მთელი ჩემი როკ მუსიკით დაინტერესების მანძილზე არ განელებულა და ვგრძნობ არც არასოდეს განელდება. ეს არ მოხდება იმიტომ, რომ იგი ჩემთვის ღირებულია – შევიგრძნობ, შემიგრძნობს და მაოცებს. ბგერას, აკორდს, ჟღერადობას, ჰანგებს ძალიან ბევრი შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იგი ნამდვილია და გულიდან, სულიდან მოდის და უდიდესი ბედნიერებაა ფლობდე ძალას შეიცნო იგი... ამქვეყნად ძალიან ბევრ რამეს შეუძლია ადამიანს ხელახლა დაბადების სასწაული განაცდევინოს, ეს ძალუძს გაჭირვების დროს მეგობრის მიერ გამოწვდილი დახმარების ხელის სითბოს შეგრძნებას, მოყვარულ ადამიანთა სიკეთის უსაზღვროობას და იგივე შეუძლია მუსიკასაც. სასიამოვნო განცდაა ვარდის ფურცლებივით იშლებოდე ხელახლა სანუკვარი რიტმების ფონზე და გრძნობდე თუ რამდენად უკეთესი ხარ წინანდელთან შედარებით.
ჩვენს დროში ბევრს საუბრობენ, რომ როკ მუსიკა ადამიიანებს სუიციდისკენ, ბოროტებისაკენ მოუწოდებს: “როკ-მუსიკის ზოგიერთი კომპოზიტორი თვითმკვლელობას ქადაგებს. სიმღერაში „Suicide's Alternative“ ნათქვამია: „მე მომბეზრდა სიცოცხლე - ის აუტანელია. მე დათრგუნული ვარ და დავიღალე - არავის ანაღვლებს ეს. მე მეზიზღება საკუთარი თავი - არ მინდა სიცოცხლე. მომბეზრდა სიცოცხლე - დროა სიკვდილისა. თვითმკვლელობა - აი გამოსავალი. შესწირე სიცოცხლე და ჩაიდინე თვითმკვლელობა. სატანის სახელისათვის თუ იზამ ამას იქნები უკვდავი, როგორიც ისაა“. - ესაა ნათქვამი „მძიმე მეტალის“ ჯგუფის მიერ ლუციფერისადმი მიძღვნილ სიმღერაში. ფაქტები გვიჩვენებენ, რომ როკ-მუსიკა სტიმულს აძლევს სქესობრივ გარყვნილებას. ჟურნალ „Aს Nიუს Vელდრეფორტ“-ის მიხედვით 1990 წლის მარტისათვის არსებობდა 13 როკ ჯგუფი, რომლებსაც მამაკაცის სასქესო ორგანოების სახელები ერქვა, ექვსს - ქალთა სასქესო ორგანოებისა, ოთხს - სიტყვა სპერმის სხვადასხვა ვარიანტის სახელი, რვას - აბორტთან დაკავშირებული სახელი, ათ ჯგუფს სხვადასხვა სექსუალური აქტის საპატივცემული სახელი ერქვა, ხოლო რვა თავის დასახელებაში შეიცავდა დედის საგინებელ სიტყვებს. ადვილად წამოსადგენია, როგორი ცვლილებები მოხდებოდა „ამ მიმართულებით“ განვლილი დროის განმავლობაში!”.
მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ ტიპის მუსიკა არაა რეალობა, ის მხოლოდ სკანდალის მოყვარულ მეამბოხეთა მოგონილია. თანაც არც ყველას და ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვაა დასაშვები. როცა ნეგატიურს იხსენებ, იქვე დადებითი მომენტებიც არ უნდა დაგავიწყდეს, რათა დაცული იყოს ბალანსი. გავიხსენოთ სხვა სიმღერათა ტექსტები, რომლებიც ასევე როკის მიმდინარეობას მიეკუთვნებიან: "პატარავ, შენ ხარ ყველაფერი, რაც მე მჭირდება, როცა ჩემს მკლავებში მეგულები მგონია ზეცაში ვართ, სიყვარულია ყველაფერი, რაც მე მჭირდება და ის შენს გულში ვიპოვე..." (ბრაიან ადამსი – "Heaven"); "გმადლობ, რომ გიყვარვარ, რომ ხარ ჩემი თვალები, როცა ვერ ვხედავ, გმადლობ, რომ ხარ ჩემი ტუჩები, როცა ვერ ვსუნთქავ, მე არასოდეს მეგონა, თუ ოცნება გამაჩნდა, სანამ შენ არ შეგიცნობდი მის სახედ, როცა თვალებში გიყურებ, ცა განსხვავებულად ცისფერი ხდება..." (ბონ ჯოვი – "Thank You For Loving Me"); "როცა თვალებში გიყურებ, ვგრძნობ მათში შეკავებულ სიყვარულს, თუ გინდა, რომ გიყვარდე, ძვირფასო, თავს ნუ შეიკავებ, ყველას სჭირდება ვიღაც გვერდით..." (Guns N' Roses – "November Rain"); და როგორ შეიძლება ამ უდიდესი სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ფრაზებმა თვითმკვლელობისაკენ, ნარკოტიკების მოხმარებისაკენ გიბიძგოს ან სხვათა სიკვდილი განატრებინოს? არამც და არამც... ასეთია ჩემი პოზიცია...

No comments:
Post a Comment